ორშაბათი, მაისი 5, 2025

ირმა ინაშვილი: „ნაციონალების“ რეჟიმი დაამხო „პატრიოტთა ალიანსმა“ და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს

„პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გათენდა მენელსაცხებლე დედათა დღე. ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას  შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ – ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს…
და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, “ქართულ ოცნებაში” იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო,  რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ.
ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ“, – წერს ირმა ინაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაატა მანჯგალაძე – დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი, ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს, ვინ არის თავისუფალი ერების...

დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს, ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მანჯგალაძის თქმით, „უკრაინას, რომლის განადგურებასაც რუსეთი სამ დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს“.„უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი“ რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის. უკრაინას, რომლის განადგურებასაც რუსეთი სამ დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს. დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს, ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი. სწორედ ამას ვერ იტანენ რუსქოცები: ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია. საკუთარი ქვეყნის მომავლით ვაჭრობა და გაყიდვა კი ღალატია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვალერი გელაშვილი – თავდასხმაზე დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს

იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი – აქტებს მეგობრულს დაარქმევენ, თუ მტრულს, უკვე აღარავინ „ყიდულობს“, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში პროცესები ისე არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“, – ამის შესახებ „ ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის სანქციებით მუქარები.„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა, არსებობს „დიფსთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრეც, ახლაც და ა.შ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის სანქციებით მუქარები. ამავდროულად, შევახსენოთ საზოგადოებას, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ერთ-ერთმა ბიუროკრატიის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ სანქციებს, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც, რადგან, როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ, მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.

სახალხო დამცველი – კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.„მედიით ვრცელდება ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის, მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში.სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.ონიანის თქმით, გზის გაწმენდა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი.სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გზა უმოკლეს დროში გაიხსნება.მეწყერის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ბოლო სიახლეები