ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს, – ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო გემი საწვავით იტვირთებოდა ამერიკული ტანკერიდან, რომელიც ირანის სანაპიროდან 650 კილომეტრში იმყოფება.
ირანული მედიის თანახმად, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედროებმა ამერიკულ გემს Qadr-360-ის და Talaeiyeh-ის რაკეტებით დაარტყეს. ირანული დაზვერვის მონაცემებით, გემბანზე ძლიერი ხანძარი იყო.

