კვირა, ივნისი 15, 2025

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ფუტკარი 58 წლის ბიზნესმენ სანჯაი კაპურს პირში ჩაუფრინდა და ყელში უკბინა. ნაკბენმა მძიმე ალერგიული რეაქცია და გულის გაჩერება გამოიწვია - მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.კაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია “Sona Comstar”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.იგი ასევე იყო პრინც უილიამის მეგობარი.

ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაასახელა

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს, - განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას და შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონმაც გაავრცელა.„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტ პეზეშკიანს სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად. ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა მაკრონმა.

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ინდოეთში – არის მსხვერპლი

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ინდოეთში - ვერტმფრენი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედია ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან მალევე, ტყიან მასივში ჩამოვარდა. ის ჰიმალაის მთებში, ინდუისტი მომლოცველების ცნობილ ადგილამდე მიფრინავდა.ვერტმფრენი ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე ჩამოვარდა.ამ დროისთვის, ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა სხეულები ხანძრის შედეგად ძლიერად დაიწვა.ცნობისთვის, ყოველ ზაფხულს, ათიათასობით ინდუისტი მომლოცველი კედარნათში მიემგზავრება. ბევრი მათგანი, რთულ რელიეფზე ლაშქრობის თავიდან ასაცილებლად, ვერტმფრენებს იყენებს.რამდენიმე დღის წინ, ინდოეთში, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. Air India-ს თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავის მხოლოდ ერთი მგზავრი გადაურჩა.

“ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა” – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა.ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის მოსაყდრემ დღევანდელი დღე - ყოველთა წმინდანთა კვირა მიულოცა."სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც ეძღვნება ყველა წმინდანის ხსენებას.დღეს ჩვენ ლოცვით მივმართავთ წმინდანებს და გამოვითხოვთ მათ კურთხევას ჩვენი ცხოვრებისეული გზის წარმართვისთვის. ყოველ ჩვენგანს ჰყავს მფარველი წმინდანი, რომლის ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება. დღეს კი არის ყველა წმინდანის ხსენება ერთად. ისინი ლოცულობენ დღეს ჩვენთვის; დღეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე. ამიტომ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგელოზის დღეს.წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხონებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ისინი მოწმობენ იმას, რომ იესო ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე დიადი ნაყოფი გამოიღო. სულიწმინდის გარდამოსვლამ დიადი ნაყოფი გამოიღო, რომ ცათა სასუფევლში, რომელიც გაგვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ, მრავალი ადამიანი შევიდა. ისინი მოწმობენ იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ წმინდა ეკლესია წარმოშობს განსაკუთრებულ ადამიანებს, დიდებულ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, როგორც წავიკითხეთ დღეს სამოციქულოში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები (ებრ. 11, 37). ამიტომაც იგივე წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ამ ქვეყანას. "ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას?" (1 კორ. 6, 2) - წერს იგი.იმჟამად წმინდანებს უწოდებდნენ ქრისტიანებს, როგორც სულიწმინდით განათლებულ ადამიანებს. სიტყვა "განიკითხავენ" ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდანები დასხდებიან სამსჯავროზე და გაასამართლებენ ადამიანებს, არა, არამედ იმას, რომ მათი სიწმინდე, კეთილი ცხოვრება, მოშურნეობა, ამხელს და გამოაჩენს სხვების უზრუნველობას და ცოდვებს.ამავე მნიშვნელობით უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს: "სამხრეთის დედოფალი აღდგება ამ მოდგმასთან ერთად სამსჯავროზე და განიკითხავს მათ" (მთ. 12, 42), ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განიკითხავენ მათ (მთ. 12, 41), თორმეტი მოციქული განიკითხავს, განსჯის ისრაელის თორმეტ ტომს (მთ. 19, 28) და არამხოლოდ ადამიანებზეა ასე ნათქვამი, არამედ ანგელოზებზეც. მოციქული ასევე წერს: "ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ ანგელოზებსაც განვიკითხავთ?" (1 კორ. 6, 3). მხოლოდ, აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზები, დემონები და აქაც სიტყვა "განკითხვა" იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რომ ჩვენი მოშურნეობა, სულიერება ამხელს და განიკითხავს მათ უდებებას და ბოროტ ცხოვრებას.დღეს წმინდა სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: "ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი" (მთ. 10, 38). ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან, სნეულებებისგან და თუ უარვყოფთ ამ ჯვარს, როგორც ამბობს უფალი, არ ვიქნებით მისი ღირსი. ამიტომ ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს - ყველა წმინდანის ხსენებას. მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა, რადგან წმინდანთა ლოცვები არის ჩვენთვის წყარო სიმამაცისა, სულიერი ძალებისა ჩვენი მსახურების ღირსეულად აღსრულებისთვის, რომლისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ", - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჟან ნოელ ბარო – ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის ისრაელსა და ევროპას

ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის ისრაელსა და ევროპას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.მისი თქმით, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაა.„ირანის ბირთვული პროგრამა ეგზისტენციალური საფრთხეა ისრაელისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ საფრთხის თავიდან აცილების, მისი შეკავების საუკეთესო გზა დიპლომატიაა“, – განაცხადა ბარომ.ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა აღნიშნა, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, სიტუაციის დეესკალაციისთვის დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკებები ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები