ირანის სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაეიმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს.
„ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნამდე და საერთაშორისო გარანტიების მიღებამდე, ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მოჰსენ რეზაეიმ.
ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ომი ფაქტობრივად ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულებული იყო და აშშ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად იყო, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა.
როგორც მოჰსენ რეზაიემ აღნიშნა, „15 დღის შემდეგ აშშ-მ მკაფიოდ გაიგო, რომ ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.

