ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გაკეთდა-ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია ჩაანაცვლებს
,,თქვენო აღმატებულებავ, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ.
მეგობარი გაჭირვებაში იცნობა.
ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, უამრავი უდანაშაულო სამოქალაქო პირისა და ათობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ მალე აღდგება მშვიდობა და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

