სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი: ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე

ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  X-ზე წერს.
,,დღეს ჟენევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის ქმედება. სწორედ მათ წამოაყენეს დიალოგის აღდგენის მოთხოვნა. ეს დიალოგი, თავის დროზე, მათივე ქმედებების და თავდასხმების გამო შეწყდა. მიუხედავად ამისა, თვით ეს მოთხოვნაც უკვე ერთგვარი პრაქტიკული ნაბიჯია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ირანის პოზიცია ნათელია. ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებში „ირანზე“ არ გვიმსჯელია და არც მომავალში ვიმსჯელებთ. ჩვენი დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ბირთვულ საკითხს ეხება. დიპლომატიის პასუხისმგებლობაა, აწარმოოს ბირთვული მოლაპარაკებები სანქციების მოხსნის მიზნით, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვითი სტრუქტურის პასუხისმგებლობაა, მუდმივი მზადყოფნაში იყოს საფრთხეების მოსაგერიებლად. შესაბამისად, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნულია. როგორც „დიპლომატიურმა“, ისე „თავდაცვითმა“ სტრუქტურებმა აჩვენეს, რომ ეფექტურად და კოორდინირებულად ასრულებენ თავის მისიას. ირანის თორმეტდღიანმა თავდაცვითმა ომმა 2025 წელს, რომელიც მიმართული იყო უცხო ძალების აგრესიის წინააღმდეგ, ეს რეალობა ნათლად დაადასტურა. ამიტომ, სერიოზული შეცდომა იქნება, თუ ვინმე კვლავ დაუშვებს არასწორ სტრატეგიულ გათვლას და გადაწყვეტს უკვე გამოცდილის ხელახლა გამოცდას. მოლაპარაკების შედეგების რეალური ეფექტიანობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფორმა, ადგილი ან დრო. მოლაპარაკებების მექანიზმი ირანისთვის ბოლო წლებში მუდმივად აქტიური იყო. ჩვენი მომლაპარაკებლები ჰგვანან მძღოლებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მართვის მოწმობა და კომპეტენცია: მათ გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი მოქმედების უფლება, კარგად იცნობენ გზას და კურსიდან გადახვევის რისკიც მოეხსენებათ. პრობლემა იმაშია, რომ მეორე მხარე მუდმივად „თიშავს მოლაპარაკებების მანქანას“ და პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, შეძლებს თუ არა გზის შეცვლას. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა მოლაპარაკების პროცესში. თუ ვინმე გადაწყვეტს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებზე მოლაპარაკებას, ასეთი „მოლაპარაკება“ არსებითად განსხვავებული იქნება დიპლომატიური დიალოგისგან. მას იმავე ხასიათის პასუხი მოჰყვება, როგორსაც ადგილი ჰქონდა ირანის თორმეტდღიანი თავდაცვისას 2025 წლის ზაფხულში; თუმცა ამჯერად მისი მასშტაბი და დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართო და ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე უნახავს. ეს არის კატასტროფული არჩევანი, რომლის ინიციატორობაც ირანს არ სურს. ჟენევის დღევანდელ მოლაპარაკებებში არსებობს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კომპეტენცია. ამასთან, ირანის სრულყოფილი წინადადებები მიმზიდველი და ეფექტიანია და შეიძლება გახდეს გზამკვლევი შეთანხმების საფუძველი. მიუხედავად ამისა, თუ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ შეთანხმებამდე მისასვლელად გადაიდგას მოკლე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები, აუცილებელი გარანტიების წარმოდგენით, ეს ეტაპობრივი გამოსავალიც დაეხმარება პროცესს, რათა კონფლიქტის მართვით თავიდან იქნას აცილებული დიდი კატასტროფა რეგიონისა და მსოფლიოსთვის”-წერს ალი მოჯანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.„დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ჩართულობისა და სათანადო მუშაობისთვის, შვეიცარიას კი – შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა  უმეროვმა.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი აქვს.„დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია. ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წინ წავწიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრად მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს“, – განაცხადა რუსტემ  უმეროვმა.პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის მთავარი საგანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხებია.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.„დააგვიანეს. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.გამოიცანით, რა მოხდება ოთხი წლის თავზე…“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

სასტუმროების ქსელის, Hyatt-ის თავმჯდომარე, მილიარდერი ტომ პრიცკერი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

ილინოისის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის ძმამ, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტომ პრიცკერმა განაცხადა, რომ Hyatt Hotels Corporation-ის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.„მოხდა საშინელი შეცდომა, როდესაც კონტაქტი მქონდა ჯეფრი ეპშტეინთან და გისლეინ მაქსველთან. არ არსებობს მორალური გამართლება, რომ არ ჩამოვცილდი მათ უფრო ადრე“, – აღნიშნა მილიარდერმა გავრცელებულ განცხადებაში.როგორც მედია წერს, ერთ-ერთ წერილში, 2018 წელს ეპშტეინმა პრიცკერს სთხოვა, დაეჯავშნა ბილეთები ქალისთვის, რომელიც აზიაში მიემგზავრებოდა. პრიცკერმა როდესაც ჰკითხა, რას აპირებდა აზიაში, ქალმა უპასუხა, რომ „ჯეფრისთვის ახალ გოგონას ეძებდა“. „დაე, შენთან იყოს ძალა“, – უპასუხა პრიცკერმა.შეგახსენებთ, მანამდე ეპშტეინთან კავშირის გამო ერთ-ერთი მსხვილმა პორტების ოპერატორმა კომპანიამ, DP World-მა დაითხოვა აღმასრულებელი დირექტორი სულთან აჰმედ ბინ სულაიემი. ასევე, 2025 წლის ბოლოს აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლარი სამერსი OpenAI-ს დირექტორთა საბჭოდან გადადგა და ყველა საჯარო თანამდებობა დატოვა სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო.

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აშშ-ს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს.ფაჰლევიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განცხადა, რომ ირანელი ხალხი „თავისუფლებას“ ითხოვს და მსოფლიოს მოუწოდა, ირანზე ზეწოლა გაზარდოს.„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ირანში ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ადამიანებს აპატიმრებენ და აწამებენ. სწორედ ამიტომ არის ჩარევა აუცილებელი – ჰუმანიტარული ჩარევა სიცოცხლეების გადასარჩენად, რომელთა დაკარგვაც სხვა შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა რეზა ფაჰლევიმ.

ალი მოჯანი: ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა

ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  პლატფორმა X-ზე წერს.შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ბოლო სიახლეები