შაბათი, აპრილი 25, 2026

ირანის ელჩი-კავკასია – დიალოგის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

,,დიპლომატიურ სამსახურში რომ შევედი, ერთმა გამოცდილმა დიპლომატმა სწავლის პროცესში მითხრა:
„მსოფლიოში, სადაც დიპლომატი ცხოვრობს, სიტყვებს შეუძლია ისეთივე ღრმა გავლენა ჰქონდეს, როგორც ძალას.“
დიპლომატის ორი მთავარი კაპიტალია ისტორიული მეხსიერება და მნიშვნელოვანი სიტყვა. სწორედ ეს არის ის, რაც ბოლო თვეებში მსოფლიომ ვერ დაინახა დონალდ ტრამპის ქცევაში. მას არ გააჩნია კაცობრიობის ისტორიისა და ცივილიზაციის სათანადო აღქმა და ვერც სათანადო სიტყვების გამოყენებით დაიკვეხნის. შედეგად, მან საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტი და ამერიკის სამხედრო ძალის სანდოობა.
ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ქვეყნები დღეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ სიტყვების გამოხატვას და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას.
როდესაც ვსაუბრობთ ერებსა და ძველ ცივილიზაციებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია, კულტურა და იდენტობა არ არის ის ცნებები, რომლებიც მუქარის ენით ან იარლიყების მიკვრით შეიძლება დასუსტდეს. ერები, რომლებსაც აქვთ ლიტერატურა, რწმენა, კულტურა და ისტორიული მეხსიერება, დროთა განმავლობაში ყოველთვის ახერხებდნენ სირთულეების გადალახვას და საკუთარი თავის განახლებას.
კავკასია, მათ შორის საქართველო, ადამიანის ერთ-ერთი უძველესი საცხოვრებელი ადგილია, სადაც აღმოჩენილია ადრეული სოციალური ცხოვრების კვალი, მათ შორის დმანისის არქეოლოგიურ გათხრებისას. ეს მემკვიდრეობა არა მხოლოდ ერთი ერის სიამაყეა, არამედ მთელი კაცობრიობის საერთო საგანძურია.
ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში მომავალი არ შენდება დაპირისპირებაზე ან შიშზე, არამედ დიალოგზე, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე. არცერთი ქვეყანა არ გაძლიერებულა სხვების დასუსტებით და არცერთი ცივილიზაცია არ ყოფილა უფრო მდგრადი სხვების უგულებელყოფით.
საქართველო, როგორც კულტურებისა და გზების გადაკვეთის წერტილი, შეიძლება იქცეს ამ დიალოგის სიმბოლოდ — ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
როდესაც დმანისის მუზეუმი დავათვალიერე, დავდექი იმ ადამიანის თავის ქალის წინ, რომელიც ასობით ათასი წლის წინ ცხოვრობდა. დმანისელი ადამიანი მომავალზე ფიქრობდა და გადარჩენისთვის იბრძოდა, ხოლო დღეს მისი შთამომავლები კავკასიაში კვლავ მომავალზე ფიქრობენ.
თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური შეხედულებებისა, იგრძნობა სწორედ ეს სიცოცხლისუნარიანი აზროვნება. ამიტომ საჭიროა პატივი ვცეთ მათ არჩევანს და მივცეთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ საკუთარი გზა.
კავკასია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული სივრცეა. აქ ისტორიის არაერთი გარდამტეხი მოვლენა მომხდარა. ამ სივრცის მრავალფეროვნება და რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრება მართლაც სანიმუშოა.
როდესაც ქართველ ინტელექტუალებთან ვსაუბრობ, ვხედავ ადამიანს, რომელიც აერთიანებს „აღმოსავლეთის სულს“ და „დასავლეთის გონებას“.
კავკასია მხოლოდ სავაჭრო დერეფანი არ არის — ეს არის კულტურული და პოლიტიკური კავშირის სივრცე.
გუშინ, წიგნის მსოფლიო დღეს, ირანის საელჩოში თბილისში მქონდა პატივი მასპინძლობა გამეწია ქართველი ანალიტიკოსებისთვის. ჩვენ საათნახევარზე მეტი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ წარსული, ვისაუბეთ შეცდომებსა და ვიმსჯელეთ მომავალზე.
მათ გულწრფელი სიტყვები გამიზიარეს. მათი აზრები, კრიტიკა და წინადადებები უცვლელად გადავეცი თეირანს, რათა მეორე მხარესაც მოესმინა ეს ხმა. შევთანხმდით, რომ ისტორიაში იყვნენ მეფეები და ძალები, რომლებიც თავიანთი ამბიციური მიზნებით ერთმანეთს გვაშორებდნენ. თუმცა ამ ქვეყნად მათი სახელი და ხსოვნა არ დარჩენილა. ისინი წავიდნენ, თუმცა დარჩნენ ხალხები, რომლებიც ერთმანეთთან საუბრობენ. ხალხები, რომლებიც დმანისელი ადამიანის თავის ქალისა არ იყოს, მომავალზე და გადარჩენაზე ფიქრობენ. ისინი არ იყენებენ შეურაცხმყოფელ ენას.
გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ სინერგიასა და თანაცხოვრებაზე, მივუსხედით საერთო სუფრას და ერთმანეთს აზრს ვუზიარებდით.
გოჯამ, სოსომ, ხათუნამ, დიმიტრიმ, მამუკამ, თამარმა, ირაკლიმ, ნოდარმა, რამაზმა, დავითმა, თეამ და სხვებმა გულუხვად გამიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება და ამით დიდად დამავალეს. მათ დამისვეს შეკითხვები ირანის შესახებ და თავად ისაუბრეს საქართველოზე.
ჩემი გუშინდელი ჩანაწერები, წიგნის მსოფლიო დღის აღნიშვნისას, იქცა იმ ურთიერთობების წიგნის შესავლად, რომელიც თავიდან უნდა დაიწეროს. მათი თითოეული ნათქვამი — უკმაყოფილება, წინადადებები და ღირებული იდეები — უმცირესი ცვლილების გარეშე გადავეცი თეირანს, რათა კავკასიის მეორე მხარეს ირანულმა ელიტამაც მოისმინოს მათი თბილი ხმა და ამ საფუძვლით იფიქროს.
ჩვენი პატარა საელჩო დიდი კავკასიის გულში არის ფანჯარა ამგვარი გაცვლა-გამოცვლისთვის — ღია ფანჯარა, გამგონი ყურით, რომელსაც სურს მოისმინოს და ისწავლოს.
გმადლობთ თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩვენი მოწვევა მიიღეთ. თქვენი ნდობით აღსავსე, გულწრფელი სიტყვები ადრესატს გადავეცი. განურჩევლად იმისა, იქნებოდა ეს თუ არა კრიტიკული გამოსვლა თუ წინადადება, ტკივილი თუ სიხარული — თქვენი სიტყვები ჩემთვის ძვირფასი სადაფია, რომელიც მტკვარივით კასპიის ზღვისკენ მიედინება, რათა სამხრეთ სანაპიროზე გაიხსნას და თქვენი სიტყვის მარგალიტი ჩვენი აზროვნების სამკაულად იქცეს-”წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – ამასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია…“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც; და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს.ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ. იგივე ეხება ლიბანსაც. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ლიბანსა და ისრაელს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, აბას არაღჩი პაკისტანის მაღალჩინოსნებმა მიიღეს

ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა.პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისლამაბადში იმყოფება.როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ჩასვლისთანავე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა, შუამავალმა, ფელდმარშალმა, ასიმ მუნირმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს.ვიზიტის დროს აბას არაღჩი პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევის განსახილველად.ორმა სამთავრობო წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ არაღჩი პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე წავიდა პირდაპირ სასტუმროში, სადაც აშშ-თან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

დონალდ ტრამპი – ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა „როიტერთან“ საუბარში.კითხვაზე, ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“.

ბოლო სიახლეები