აშშ-თან დაძაბულობის ზრდის ფონზე ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან, ქვეყანა ბოლომდე დაიცვან, – ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ამირ ჰატამიმ განაცხადა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სავსეა მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც ამ ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ“, – აღნიშნა ამირ ჰატამმა.
ამასთან, ირანის არმიის მთავარსარდლის განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო და თავდაცვითი ძალა ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე.
„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენი სარაკეტო და თავდაცვითი ძალა და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების სხვა ასპექტები, 12-დღიან ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით, უფრო მაღალ დონეზეა“, – აღნიშნა ჰატამიმ.

