ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება

2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას რეალურად გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი – ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ამ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.„რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს, მგონი თავადაც აანალიზებენ ამ დონეზე პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის, ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია.როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.მისი თქმით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა.„საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შალვა პაპუაშვილი – საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით იქცევა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი, უილსონის მოწოდება სჭირდება ტრამპს, რომ ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში?

ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება, მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო უილსონის მითითება არ სჭირდება კონკრეტულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაზვერვო ინფორმაცია შეაგროვოს.„აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს? ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე თუ რეაგირებაზე? მართლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი. ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში? ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

მკვლელობა ზუგდიდში – რა დეტალებია ცნობილი

მკვლელობა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. წყაროს მიერ მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.სავარაუდო მკვლელი 70 წლის მეზობელია.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე – გია ვოლსკი

ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მათ შორის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის."სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე. ამათ რისი იმედიც აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ, არ გამოუვათ. მათთვის სააკაშვილი მიუღებელია იმიტომ, რომ იციან, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, უმრავლესობა, ახალგაზრდები არიან.ჩერგოლეიშვილს უნდა, რომ გარკვეული საკუთარი ნიშა ჰქონდეს. სულ უნდოდა, მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მათ შორის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის."სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე. ამათ რისი იმედიც აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ, არ გამოუვათ. მათთვის სააკაშვილი მიუღებელია იმიტომ, რომ იციან, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, უმრავლესობა, ახალგაზრდები არიან.ჩერგოლეიშვილს უნდა, რომ გარკვეული საკუთარი ნიშა ჰქონდეს. სულ უნდოდა, მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები