ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

,,თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ საწარმო ,,ნატს ჯი“-ს  ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს“ აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა, მათ შორის თხილის გადამამუშავებელი 8 საწარმოა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა 17 აგროსაწარმო.

სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა ფერმერის ალექს ანტონიუკის თხილის პლანტაციაში ყოფნისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ახალგაზრდა ფერმერს, სოფელ ჭაქვინჯში, თხილის სხვადასხვა ჯიში 13 ჰექტარზე მოჰყავს. ფერმერი პლანტაციაში სახელმწიფოს დახმარებით წვეთოვანი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რაც მის მოსავალს და პროდუქციის ხარისხს გაზრდის. ფერმერთა ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაღების გაშენებასთან ერთად, სახელმწიფო ფერმერებს უკვე გაშენებულ ბაღებში შესაძლებლობას აძლევს სარწყავი სისტემა მოაწყოს, რისთვისაც  50%-იან სუბსიდირებას ახდენს“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“ და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა.ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, ციხეს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ ციხის ადმინისტრაციის დავალებით.„ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“.სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები, შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის „მაყურებელი“ გყავდა, მე რადგან სვანი ვიყავი სვანი „მაყურებელი“ მყავდა. პრაქტიკულად იერარქიული, პირამიდული სისტემა ჰქონდათ. და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა“,-განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.სოზარ სუბარის შეკითხვაზე, თუ საიდან იმართებოდა იერარქიული კრიმინალური სტრუქტურა ციხის ადმინისტრაციისგან, თუ ადმინისტრაციისგანაც და ამ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან ბესარიონ ხვინთელიანმა უპასუხა: „გარედან როგორ იმართებოდა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ისინი ციხის ადმინისტრაციისგან იმართებოდნენ და ციხესთან ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობები“.სოზარ სუბარის განცხადებით, წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა.„წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მერე. დავალება ის კი არ იყო, რომ მთელი ეს ნახევარი წელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დავალების მიცემა იყო ის, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული „მაყურებლად“, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ციხე, ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან. ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამმაც პრაქტიკულად დაადასტურა ეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ბლუმბერგი“ – ვაშინგტონი ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა

შეერთებული შტატები ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.„ბლუმბერგის“ ცნობით, მოსკოვი დღემდე თავს არიდებს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კონფლიქტის გაყინვას, აშშ-ის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, ასევე აშშ-ის სანქციების გაუქმებას.ამავე დროს, როგორც „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებს მომზადებული აქვს ახალი იდეა, რომელმაც შეიძლება, დააინტერესოს რუსეთის ფედერაცია.„მას შემდეგ, აშშ-მა შეთავაზებას ახალი დეტალები დაამატა, კერძოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.ნატო-რუსეთის საბჭო გახლავთ ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართა. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უარყვეს.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს, მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს.ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციის მიზანი საერთოა, თუმცა სხვადასხვა გეგმა აქვთ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავდა, პარლამენტში არ შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მათ რევოლუცია არჩიეს. თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხელისუფლების მიმართ უსამართლო იყო. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან რევოლუციური გზით სვლა გადაწყვიტეს. მათ შორის არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს. ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იქიდან რევოლუციის მოწყობა სჯობს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მათ მიერ დანერგილი საბოტაჟის გზა დესტაბილიზაციას სჭირდება. ერთიც და მეორეც ერთი მიზნისკენ მიდის, სხვადასხვა გეგმით. რომელი რომელ მხარეს დადგება, როგორც ჩანს, ინსტრუქცია ჯერ არ აქვთ, ან ისეთია, რომ ზოგმა ასე უნდა ილაპარაკოს, ზოგმა – ისე. აქამდე მათი გეგმა იმის იქით არ მიდიოდა, თუ არა სისხლისღვრა და რევოლუცია, ასევე საქართველოს ცეცხლში ჩართვა. მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ტრამპი უკრაინის კონფლიქტზე: არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით ერთმანეთს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ არაფერი მოხდება, სანამ ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.„არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში დაშვებამდე.

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება

თეთრი სახლის სპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „ტრამპის პირობა ახლო აღმოსავლეთს“, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება.„აშშ-მა ერების მშენებლობას, საგარეო ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება თავი დაანება“, - დაწერა მან.ლევიტის თქმით, ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მკაფიოდ განუცხადა, რომ რეგიონის მაცხოვრებლების ბედი მათ ხელშია. მისი ეს გზავნილი სწრაფად მოედო მთელ რეგიონს.

ბოლო სიახლეები