შაბათი, მარტი 21, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალა, რომელმაც ქვეყნის 20% დაგვაკარგინა და ოკუპაცია დააკანონებინა რუსეთს, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას

მოვუსმინოთ ჩვენს ოპონენტებს, რას სთავაზობენ მოსახლეობას, აქვთ კი რაიმე გეგმა, ხედვა, განვითარების იდეას სთავაზობენ? არავითარი, ნული. მათი მთავარი სალაპარაკო არის ხელისუფლების ლანძღვა და დაუსაბუთებელი კრიტიკა, ლანძღვა და ცილისწამება, სხვა მათ არაფერი დარჩენიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით, დაუმთავრებელი ბრძოლით და კინკლაობით პოლიტიკოსებს შორის, პოლიტიკური ბატალიებით, რომელიც არაფრისმომცემია.

„ჩვენ მათი ხელწერა კარგად ვიცით და მოსახლეობამ კარგად ნახა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ვერდიქტი გამოიტანა, მივუჩინეთ მათ სათანადო ადგილი და ასე იქნება მუდამ. იმიტომ, რომ მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, თქვენთან ერთად ჩვენო ძვირფასო ხალხო. პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა და ოკუპაცია დააკანონებინა რუსეთს, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, მშვიდად, სტაბილურად ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, არ მივცეთ არავის პროვოკაციის გაკეთების საშუალება და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, გავიყვანოთ სამშვიდობოს. რომელი ხელისუფალი გახსოვთ, რომელი მმართველის პირობებში ყოფილა ასეთი გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა? ეს არის ერთადერთი შემთხვევა, 8-9 წლიანი გამონაკლისი პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი, რევოლუციები, შიდა დაპირისპირება. ეს მოიტანა“ ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა სწორედ ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონში. არსებობს დარგები, სადაც პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა. მონგრეული იყო, მორღვეული იყო მთელი ლაბორატორიები, ყველა ეს საფუძველი, რომელზეც უნდა დაშენებულიყო ქვეყნის შემდგომი განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

„პირველ რიგში ხალხმა უნდა იცოდეს რას სთავაზობს მთავრობა, რას აკეთებს, რის გაკეთებას აპირებს. იყო ძალიან ბევრი გეგმა მოკლევადიანი, 4-წლიანი გეგმები იყო, მაგრამ ახლა გრძელვადიან დაგეგმვაზე გადავედით, რომ საერთო დიდ მასშტაბში წარმოვიდგინოთ და ვმართოთ პროცესი. შევიმუშავეთ ყველა მიმართულებით გრძელვადიანი განვითარების ხედვები. დეტალური, კონკრეტული გეგმა არის გაწერილი და აქვს თითოეულ უწყებას, თუ როგორ განავითაროს ესა თუ ის დარგი. ინფრასტრუქტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება – ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული, ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა. 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ რეგიონები თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქებად და რეგიონებად გარდავქმნათ, რომ იყოს გამართული ინფრასტრუქტურა – გზები, ხიდები, 24-საათიანი წყალმომარაგება ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს გადანაწილებულია თითოეულ წელზე, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ეს სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად, არ იყოს თავმოყრილი ერთ ქალაქში, რეგიონები თანაბრად განვითარდეს და ჩვენს ძვირფას, მშრომელ ხალხს დავეხმაროთ. ადგილობრივ წარმოებაზე 2,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მომდევნო 3-4 წელიწადში. რეგიონების ჭრილში გვაქვს დამუშავებული გეგმები, კიდევ უფრო დეტალურად გავაცნობთ პროგრამებს მოსახლეობას. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა მოსახლეობისთვის, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამების ათვისებაში – არა ათასობით, არამედ ასი ათასობით ბენეფიციარი უნდა გვყავდეს და ასეც იქნება. ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ. გაგვიკეთებია, გავაკეთებთ და აუცილებლად ასე გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გალამაზება. ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების შექმნას და შემდეგ ეს სიკეთე და განვითარება უნდა ჩავიდეს ყველგან. ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა მოეწყოს თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქებად. ქვეყანა უნდა გარდავქმნათ. ქვეყანას სჭირდება მოვლა-პატრონობა და თითოეულ შენობას, გზას თუ ჩიხს, სჭირდება აღდგენა და განახლება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა”- Le Figaro ილია მეორეზე წერს

"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - ასე ეხმაურება Le Figaro ილია მეორის გარდაცვალებას.ფრანგული გაზეთი პატრიარქის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "უდიდესი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიის რიგით 141-ე კათალიკოსმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში და ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის".

ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს- რა ამბავს იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი ილია...

,,მინდა ამ სურათის ისტორია გიამბოთ. ბერლინში, გულის ოპერაციის შემდეგ, უწმინდესს რეაბილიტაციაზე გაჩერება მოუწია რამდენიმე კვირით. მე ლონდონიდან ჩავედი, რომ მენახა. დილით მივდიოდი და საღამოს ლოცვამდე ვჩერდებოდი. ახალ საგალობელს წერდა. უწმინდესი მელოდიას მღეროდა და სვიმონ ჯანგულაშვილს ნოტებზე გადაჰქონდა. ერთხელ, საუზმეზე, მკითხა: – დღეს რა ნახეთ, აქ რომ მოდიოდით? მეც ვუყვები, რომ ტიერგარდენში, რომელიც სასტუმროს გვერდით იყო, ვნახე ძალიან საინტერესო კომპოზიცია სამი კომპოზიტორის ძეგლი: ბეთჰოვენი, მოცარტი და ჰაიდნი. ვინაიდან რაიხსტაგის სიახლოვესაა, მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ძეგლი დაინგრა და 2000 წელს ბერლინელებს აღუგენიათ. საუზმის შემდეგ საგალობელზე მუშაობა დაიწყო. უცებ უწმინდესმა სვიმონს უთხრა: – ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს. წავიდეთ და მათი სულის მოსახსენიებელი ვთქვათ. რამდენიმე წუთში ლიფტში ვიყავით ოთხნი: უწმინდესი, სვიმონ ჯანგულაშვილო, გიორგი დონაძე და მე. დელეგაციის წევრები კლინიკაში იყვნენ წასული. სასტუმროს ფოეში რომ ჩავედით, უწმინდესის მანქანა არ იდგა. სვიმონმა უთხრა, რომ მანქანები ჯერ არ არის და იქნებ მოგვიანებით წავიდეთო, როცა მოვლენ. უწმინდესმა ბრძანა: – მერე რა? ფეხით წავიდეთ. შორს არ იყო, 600 მეტრამდე, მაგრამ მაინც ვერ გავრისკეთ და ტაქსი გავაჩერეთ. გიორგი გაიქცა, რომ იქ დაგვხვედროდა. ეს სურათიც სწორედ მაშინ გადავიღე, როდესაც ტაქსიდან გადმოვედით და ძეგლისკენ მივდიოდით. მერე ვილოცეთ. სვიმონი და გიორგი გალობდნენ. მე სანთლების ანთება დამევალა. რაიხსტაგის მინის გუმბათი ხეებს შორის მოჩანდა. აი, ასე ლოცულობდა ჩვენი პატრიარქი ყველასთვის''- ამის შესახებ ირაკლი იმნაიშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

„შემოგვხედა და თქვა, ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“ – რა ამბავს იხსენებს გიორგი ლომთათიძე ილია მეორესთან დაკავშირებით

ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:„როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“,- ამბობს გიორგი ლომთათიძე.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა

„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.ფოტო: Geo Team

დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, აშშ ამას არ გააკეთებს

ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ უახლოვდება თავისი მიზნების შესრულებას.„ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას, რამდენადაც განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას, ირანის ტერორისტულ რეჟიმთან მიმართებაში: 1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული შემცირება; 2. ირანის სამრეწველო თავდაცვითი ბაზის განადგურება; 3 მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების განადგურება, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების, მათ  შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კუვეიტისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას – აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს იქნება მარტივი სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები