პარასკევი, იანვარი 30, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს

მინდა, ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენი სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანამ აგვისტოს ომის დღეებში უდიდესი ტკივილი გამოიარა.

„ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, მათ ღირსეულად დაიცვეს თავი, დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეალური ისტორიები, გმირობის ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომელიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. დღეს ყველანი შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს, სპეკულაციებს, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი – 8 აგვისტო საერთოდ არასდროს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის რვა აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. მთავარი არის შემდეგი: ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, ეს იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაასწორეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილია, როდის დაბრუნდება მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა  გაავრცელა.„ნიუკასლთან“ მატჩის დროს მიღებული  მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან  10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. წეერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა, მეტ-ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.ბოლო ინფორმაციებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალს) გამართავს. შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალს) დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა კვარამ რამდენიმე წუთი ითამაშოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.

თეთრი სახლი – კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება ტარიფების სახით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ახალი ტარიფები დაწესდა იმ ქვეყნებიდან საქონელზე, რომლებიც კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას განაგრძობენ.„კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უცხო ქვეყნებმა ამ რეჟიმის მხარდაჭერა სასიცოცხლო ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფით მოახდინონ. ამიერიდან, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება შეერთებულ შტატებში შეტანილ საქონელზე ტარიფების სახით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, გამონაკლისის გარეშე, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბა მალე დაინგრევა“ და აღნიშნა, რომ ვენესუელა, რომელიც ოდესღაც კუნძულის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო, კუბას აღარ უგზავნის არც ნავთობს და არც ფულს.Financial Times-ის ცნობით, კუბას დაახლოებით 15-20 დღის ნავთობის მარაგი აქვს დარჩენილი მიმდინარე მოხმარებისა და შიდა წარმოების დონის გათვალისწინებით.

შალვა პაპუაშვილი – ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც, აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გასული წლის მაისი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილს.„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემ მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც – აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, გასულ წელს შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა პაველ ჰერჩინსკის, რომელშიც წერდა, რომ „ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღის, ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას“.

დონალდ ტრამპი – ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები, ევროპას ვეღარ იცნობ, დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა თავს ინადგურებს.მისივე თქმით, „ვიდრე გვიანი არ არის, დროა, ევროპამ ჭკუა ისწავლოს, ევროპის მიგრაციასა და ენერგეტიკას პოლიტიკა მას ანადგურებს.„ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები. ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს – ევროპას ვეღარ იცნობ. დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

„როიტერი“ – აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.

ბოლო სიახლეები