კვირა, ოქტომბერი 19, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში მინიმუმ, 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროეტი იქნება გაფორმებული და გაშვბული, ენერგეტიკის სექტორში მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ეს არის ძალიან მნიშვნლოვანი გადაწყევტილება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს ახალი სქემა, რომელსაც სახელმწიფო ინვესტორებს შევთავაზებს.

„მოგეხსენებათ, რომ მით უმეტეს ამ ომმა, რაც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა, გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ. ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა.

საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით – მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი – სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ, ჯამურად, მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ, კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა, ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასო მეგობრებო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. მით უმეტეს, ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა, მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.„„ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში

საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობასკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.

ბოლო სიახლეები