ორშაბათი, სექტემბერი 28, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ გავითვალისწინოთ აშშ-ის სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა რეკომენდაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში.

მისივე თქმით, ამ შეფასებებმა წერტილი დაუსვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისთვის. ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ წერტილი დაესვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც იყო დასახელებული სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი კერძოდ - 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ომის შემდეგ დაადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს

ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.„განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა გესხმის, მთელ თავის ჯარს გაყრის, მთელ თავის ბომბებს გაყრის თავზე და ბოლოს იფარგლება ძალიან მცირე ტერიტორიების კონტროლით – ძირითადი ნაწილი ისედაც მანამდე ჰქონდა მიტაცებული – და ისევ საქართველო ვითარდება, ისევ წარმატებულია, ისევ ხელის გულზე დაჰყავს მსოფლიოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამინდი მკვეთრად იცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არაერთგვაროვანი იქნება.სინოპტიკოსების პროგნოზით, ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექიც, კვირის ბოლოს კი ტემპერატურის კიდევ უფრო კლება.29 სექტემბერი - დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში წვიმა იქნება. 30 სექტემბერი - რამდენიმე რეგიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 1 ოქტომბერი - ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანობა შენარჩუნდება. 2 ოქტომბერი - დღის მეორე ნახევრიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი. 3 ოქტომბერი - ქვეყნის ნაწილში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 4 ოქტომბერი - კვირის ბოლოს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი.მომდევნო დღეებში ტემპერატურაც ეტაპობრივად დაიკლებს. განსაკუთრებით გრილი ამინდი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ღამით ტემპერატურა ზოგან +5 გრადუსამდე დაეცემა.

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.„პროექტის მიზანია, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 – 21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო.საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გიგა ფარულავა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და შესაბამისად პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ისევე როგორც ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის ღარიბაშვილი. ახლა რატომ ღებულობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია-“,- განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

ბოლო სიახლეები