ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ გავითვალისწინოთ აშშ-ის სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა რეკომენდაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში.

მისივე თქმით, ამ შეფასებებმა წერტილი დაუსვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისთვის. ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ წერტილი დაესვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც იყო დასახელებული სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს

ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება.„ძალადობის არდაგმობა შემთხვევით არ ხდება. ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. ბრიუსელიდან რასაც ვხედავთ, სამწუხარო ტენდენცია და იმ მტრული რიტორიკის ნაწილია, რაც, მათ შორის „ევრონესტზე“ ვიხილეთ. სამწუხარო პოლიტიკაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როცა ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა და საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევა ხდება.  ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება. სამწუხარო შედეგია ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ. ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას

ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს 4 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.შალვა პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ მათ შორის ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა გაემიჯნონ ძალადობას.„ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ, დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა და ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, არც ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს, კომისარ კოსს და კომისარ კალასს არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.ამიტომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ვიდრე რამეს იტყვიან საერთოდ საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები. ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად, ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. შეგახსენებთ, ქალბატონი იუკნევიჩიანეს, სხვა ევროპარლამენტარის, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან წამოსულ განცხადებებს. საქართველო ბეწვზე გადაურჩა აქ არეულობას და არავინ არ იცის, რა შედეგი ექნებოდა, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ამ ყველაფერზე. ამიტომ პირველი, რაც უნდა თქვან, უნდა დაგმონ და გაემიჯნონ თავდასხმას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში  მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კლეფედრონი” აღმოაჩინეს. უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში,  ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა.წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.„დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები