ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი – ვეკითხები ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან – აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატის აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას

ვეკითხები ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან – აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატის აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ დაიხურებოდა. ამ ადამიანებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვისაც დაუმტკიცდებოდა ღალატის ჩადენა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ალბათ სამუდამო ციხე დაემუქრებოდა. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა, რატომ ჩამოვიტანეთ რუკა, რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, რუკების ჩამოტანით გაჩნდა შანსი დავით გარეჯთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის ამოწურვა მეგობარ აზერბაიჯანთან, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში და მოღალატეებმა კი, აჟიოტაჟი ატეხეს.

„კიდევ ერთი ბრალდება, რაც მე მოვისმინე და მინდა, განვმარტო მოსახლეობისთვის, თითქოს ჩვენს რეგიონში, ასეთი ომია, ორ მოძმე რესპუბლიკებს შორის, რომელთა მიმართ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ნეიტრალიტეტი ამ კონფლიქტში. თითქოს რაღაც პროცესი დავიწყეთ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მე აპრილში ჩამოვიტანე რუკა. ივლისის ბოლოს მივიღეთ მეორე პარტია. სულ რაღაც 11 დღეში მოხდა ანალიზი სამინისტროში, გავამზადეთ და მივწერე პროკურორს. სად იყო მაშინ კონფლიქტი, სად იყო ეს გაჩაღებული ომი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოღალატეებმა იგრძნეს საფრთხე მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება და გამოკითხვები.

„60 კაცი დაიკითხა და გაჟონა ინფორმაციამ, რა თქმა უნდა მოუყვნენ მფარველებს, მათ დაიწყეს პანიკა, მათი უგვანო კაცი, ვინც არის გვარამია, რომ თითქოს რაღაცას ვაპირებთ. მერე გამოვიდა, ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ იტყვიან 80 მილიონი დოლარი ავიღეო გარეჯის გაყიდვაშიო, სად ნახეთ, ვინ თქვა, პროკურატურის ვერსიაში ითქვა, ჩემს წერილში არის რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი? ეს მან მისცა ვერსია გამოძიებას. მე ვამბობ ჩემს წერილში, რომ ჩვენთვის მოტივაცია უცნობია, ჩვენ გეუბნებით ფაქტს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოღალატეობრივი ძალა არის რუსული ინტერესების გამტარებელი და მათი პიარით დაკავებული.

„2007 წელს გავიდა ბოლო რუსის ჯარი ჩვენი ტერიტორიიდან, ამ რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა შემოიყვანა 2008 წელს რუსის ჯარი, ჩააბარა კოდორი, ყოველგვარი შეიარაღების გარეშე, ჯარისკაცები ძალით გამოიყვანეს, იარაღი დატოვეს, ჩამოწერეს მილიარდი დოლარის, 120 სოფელი დაკარგა ამ სულელმა, ნაძირალა კაცმა. ამდენი დევნილი, ამდენი უბედურება განიცადა, რაც მთავარია, ჩიხში შევიდა ქვეყანა. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ რუსის ჯარი არის დამაგრებული, დამყარებული კავკასიაში, ორი დიდი ბაზით“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურები ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – პიტერ ანდრეოლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება შეძლოს, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება მიტაცებულია

პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, პიტერ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა.„შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი პროექტის განხორციელება უნდა გულისხმობდეს საქართველოს თანამონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ამ უდიდეს შესაძლებლობას და პოტენციალს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კარგავს, რადგან ის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების პირობებში, საქართველოში აძლიერებს ისეთი რეჟიმების გავლენებს, როგორებიც არის კომუნისტური რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ტერორისტული ირანი, რომელთანაც, იცით, რომ აშშ ღია ომშია. ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები ინფორმირებულები არიან, მათ შორის ისინი, ვინც ახლა საქართველოში იმყოფებიან. თავად დირექტორ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში, ბუნებრივია, ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხვდება ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამითაც თავისთავად უნდა შეუქმნას ყველას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვთ მათ ამ ვიზიტის დროს, რომ, რეალურად, ეს ვიზიტი არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. თუმცა ეს ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების  ინტერესებს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანის, ჩინეთისა და რუსული გავლენების გაძლიერებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ახალი, საერთო წესების შემოღებას, რომლებიც კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგობის სამართლებრივი ჩარჩოს ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ. კანონი 581 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 21 დეპუტატი წავიდა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.კანონის თანახმად, კორუფციად მიიჩნევა: ქრთამი, საჯარო თანხების მითვისება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, გავლენებით ვაჭრობა, კორუფციასთან დაკავშირებული უკანონო გამდიდრება და ა.შ. კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალური სასჯელი არ იყოს ძალიან რბილი. წევრ ქვეყნებს კი შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ სასჯელი.წევრ ქვეყნებს დაეკისრათ მოვალეობა, ყოველწლიურად მიიღონ და განაახლონ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები, პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება, შეაფასონ რისკები, უზრუნველყონ ნდობითი მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევისთვის, გამჭვირვალე გახადონ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.ასევე, ახალი წესების თანახმად, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროპულ ორგანოებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13). ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.იყოს ხსენება მისი საუკუნო. ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით“, – ნათქვამია 19 მარტით დათარიღებულ სამძიმარში.

კახა კალაძე – შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგი სტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.როგორც ცნობილია, ტანკერზე იერიში განხორციელდა უპილოტო ნავით. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სატრანსპორტო მინისტრი ურალოღლუ.თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ტანკერი, თუმცა ბორტზე მყოფი 27 მეზღვაური არ დაშავებულა.უკრაინის დაზვერვის ცნობით, ALTURA თურქული კომპანიის, Pergamon Shipping-ის გემია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება.

ბოლო სიახლეები