ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა და დეტალებზე უახლოეს დღეებში თავად ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უფლებადამცველები გააკეთებენ განცხადებას.

„გამოძიების ამ ეტაპზე, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც ბრალდებული ყოფილა, მე საქმის მასალებსაც არ ვიცნობ. მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცა პასუხი, ახსნა გარკვეული დეტალები. სხვა დეტალებზე ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ კომენტარს.

გააჩნია, რა ნაბიჯი იქნება გადმოდგმული ბრალდების მხრიდან, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატებიც აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, უფრო დეტალურები ვიქნებით. ეს დღეები ისეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა, არ ვიცი, რას ემსახურებოდა, საიდან და რატომ მოდიოდა. ფოტოები, ეს ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან ამოღებული, შესაბამისად, ეს მხოლოდ ხალხის ემოციებზე იყო გათვლილი და არასწორად იყო გათვლილი. არ ვიცი, რას ემსახურებოდა, უფრო სწორად შეიძლება, კარგადაც ვიცით, რასაც ემსახურებოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანარჩენზე კი, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ გააკეთებს განცხადებას და დარწმუნებული ვარ, უფრო დეტალურად უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებსაც. მესმის, რომ დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან ამ საქმესთან, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან გამოძიების მიერ ამოღებული ნივთების შესახებ დასმულ კითხვას, ადვოკატის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლიდან ოქროულობა არ არის ამოღებული.

„განსაკუთრებით ცუდად მოხვდა ყველას თვალში ოქროულობა, ჯაჭვები და ა.შ. თითქოს არ განმარტეს, ეს საიდან და ვისგან იყო ამოღებული და რატომღაც ყველამ ეს ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი და მისი სახლიდან არათუ რაოდენობრივად ამდენი, ერთი ნივთიც კი არ არის ამოღებული“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაცხურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

ნინი შერმადინმა დაწერა, რომ ქართველი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.,,მეგობრებო!!!!!! არ ვიცი მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი, მარტო იმიტომ რომ ხატიას ვერ დავუკავშირდი, იმდენმა დაწერა და იმდენმა ახლობელმა, რომ ვერ დავუშვი რომ ტყუილი იყო, რატომ ვერ დავრეკე ხატიასთან ეგრევე? იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს როცა დედა უკვდება ადამიანს, არავინ და არაფერი ახსოვს და უნდა ქვეყანაზე…  ეხლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო, მივეცი თავს უფლება რომ ხატიასთან გადამემოწმებინა, ძალიან ფრთხილად ვკითხე ტყუილად გამოვიტირე დროზე ადრე თქო და მძიმედაა ნინი მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო… ანუ რამე სპორტია ეს წინასწარ ადამიანების დასამარება? აღარ ვვარგივარ მთელი დღეა!!!! გავსკდი ტირილით!!!  ხალხო მაპატიეთ! დონკო გთხოვ იცოცხლე რა! ერთხელ ხო გამოძვერი და ეხლაც გთხოვ რომ გამოძვრე, შენ ხო ძალიან ძლიერი გოგო ხარ?! ❤️🥹 Khatia Khosroshvili ღმერთო ჩემო!!!! მაპატიე ხატია, რომ ვერ გადავამოწმე პირადად შენთან და მოსამძიმრებისაც შემეშინდა ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე…ყველა საათი, წუთი და დღე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, სანამ დედა სუნთქავს ხალხო! შვილს უსამძიმრებენ ჯერ ცოცხალ დედაზე!!! ნორმალურები ხართ? ",-წერს ნინი.

“ლელოს” ახალგაზრდულის წევრი ანა ბერიშვილი აქციის მონაწილეზე, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა- ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი, სხვანაირად პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი-...

“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ანა ბერიშვილი სოციალურ ქსელში აქციის იმ მონაწილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსთაველზე, პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და ამბობს, რომ სუს-ის პროვოკატორია.მისივე თქმით, ამით ქართველი ხალხის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი დასრულდა.“ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი!!!!სხვანაირად გამორიცხულია მისი ამ პროვოკაციული მოქმედების გარეშე პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი და იქვე დაეკავებინათ, ახლა მორალური უპირატესობა მოიპოვეს და დაამთავრეს ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი ქართველი ხალხის”- წერს ანა ბერიშვილი.

აშშ-ს სახაზინო მდივანი – გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან ზრდას

დღეს შუადღისას ან ხვალ დილით ადრე გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაზრდას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “ან დღეს შუადღისას ან ხვალ დილით ადრე გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან ზრდას,” - განაცხადა ბესენტმა. მას პოტენციალური სანქციების დეტალები არ დაუკონკრეტებია.

EMAAR ჯგუფის დამფუძნებელი – მიმაჩნია, რომ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს, ყველას ვეტყოდი, სწორედ ახლაა საქართველოში ინვესტირების დრო

საქართველოში ყოველ წელს შვიდი-რვა მილიონი ტურისტი ჩამოდის, მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, თქვენი ქვეყანა ულამაზესია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპებია, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალაბარმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი და საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს.„მომსახურებისა და უძრავი ქონების სექტორები, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ტურიზმის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ყოველწლიურად 8-9 პროცენტით იზრდება.  ასეთივე წინსვლაა უძრავი ქონების სფეროშიც. ყველა ნიშანია, რომ ჯანსაღი ზრდაა. საქართველოში ყოველ წელს შვიდი-რვა მილიონი ტურისტი ჩამოდის. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, თქვენი ქვეყანა ულამაზესია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპებია. ძალიან ბევრი შეიძლება, გაკეთდეს და მიმაჩნია, რომ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს. ყველას ვეტყოდი, რომ სწორედ ახლა არის საქართველოში ინვესტიციის დრო“, – განაცხადა ალაბარმა.მისივე თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„ვინც ამ გზაზე მომყვება…“ – ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს

„იმ ადამიანებიდან დაწყებული, ვინც გზა მაჩვენა და იმ ადამიანებით დამთავრებული, ვინც ამ გზაზე მომყვება - ოჯახი, ის, რაც ყოველთვის ჩემთანაა" - წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში და ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.მან შვილების, პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს, ასევე, ბებიისა და ბაბუის ფოტოები გააერთიანა.შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჯორჯინას დაშორებაზე ესპანური მედია წერს და ამას ისიც ადასტურებს, რომ ჯორჯინამ ილიასთან გამოქვეყნებული ყველა საერთო ფოტო წაშალა.  

ბოლო სიახლეები