ოპოზიცია სრული დესტრუქციის ფაზაშია შესული. ეს დესტრუქცია არა მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ შიდა დესტრუქციაა, რომელიც შეურაცხმყოფელ განცხადებებზეა გადასული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება.
„საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს. წარუმატებლობის გადაბრალების მცდელობა აქვთ. ახლა ბრძოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მემკვიდრეობის გაყოფაზე – ელექტორატის სიმპატიებზე. ამას ვერ იყოფენ და თან საკუთარ ეგოებს ვერ მართავენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

