ორშაბათი, მარტი 23, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი – როცა საუბარია საქართველოზე, ამ ქვეყნის შეფასებაზე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი უდიდესი ტრადიციით, რომელიც დამყარებულია ქრისტიანობაზე, აწმყოსა და მომავალზე

პირველ რიგში, ქართველი ერის მხრიდან ვიხილეთ დიდი სიყვარულის გამოხატვა. ამ დღეებმა აჩვენა, რომ ქართველი არის ქრისტიანი, ქართველი ერი კი არის ერი და არა უბრალოდ სოციუმის ნაკრები. ეს არის ის, რაც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ყველამ დაინახა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, როცა საუბარია საქართველოზე, ამ ქვეყნის შეფასებასა და ურთიერთობაზე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი თავისი უდიდესი ტრადიციით, რომელიც დამყარებულია ქრისტიანობაზე, აწმყოსა და მომავალზე.

„რეალური, ჭეშმარიტი პროგრესი სწორედ ქრისტიანობაშია. პოლიტიკურ ბრძოლას, სხვადასხვა აზრს და კონკურენციას არაფერი გააუქმებს, მაგრამ ამ დღეებმა გვანახა ის ძირითადი ჩარჩო, სადაც უნდა მიმდინარეობდეს საქართველოს აწმყოსა და მომავალზე ფიქრი. ანუ, ჩანდა, რა უნდა ქართველ ერს. ვიღაცას ჰგონია, რომ საქართველოს ევროპა უნდა და თან ყველაფრის ფასად – საქართველოს ევროპა უნდა იმის ფასად, რა ფასეულობაზეც ევროპა შეიქმნა. საქართველოს ცივილიზაცია უნდა სწორედ იმ ფასად, რა ცივილიზაციური აზრიც იესო ქრისტემ კაცობრიობაში შემოიტანა. ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს და დაინახოს. ქართველმა ხალხმა, პირველ რიგში, თქვა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ამ ქართველობით გვინდა აწმყოც და ჩვენი მომავალიც. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჰუმანიზმი წარმოიშვა არაქრისტიანობის ნიადაგზე, ძალიან ცდება. ეს ფასეულობები როგორც ქართველშია კოდიფიცირებული, ასეა ევროპელი ხალხებისთვისაც. ეს ფასეულობა საბოლოო ჯამში თავის სიტყვას იტყვის. ასეთი გამორჩეული, ბუმბერაზი ადამიანი როცა მიდის, ყოველთვის რჩება გარკვეული სიცარიელე და კითხვა, მის გარეშე როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლობა არ არის, პატრიარქი ყოველთვის ამას ამბობდა. ამბობდა, რომ რასაც აკეთებდა, უფლის ძალით აკეთებდა. ამიტომ, სასოწარკვეთა ცუდი რამეა. ჩვენ მისი მემკვიდრეობა კარგად უნდა დავინახოთ და ერმა პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ცხოვრება. დიდია პასუხისმგებლობა ეკლესიის და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს ყველაფერი განიცადა და გულთან მიიტანა. უფლის ეკლესიაა და სამყაროც უფლისაა. იმედით უნდა ვუყუროთ ხვალინდელ დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გაგავრცელოთ-პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სანდროსთვის • სიმსივნის დამარცხებაში დაგვეხმარეთ სასწრაფოდ ეს საჭიროება გადაღება გთხოვთ დაგვეხმაროთ აქვს სიმსივნე კვანძოვანი მუცლის ღრუში აქვს ტკივილი გთხოვთ დაგვეხმაროთ უგრძელდება ქიმიები არ გვაქვს საშვალება გთხოვთ ამოგვიდგეთ მხარში ვის რაც საშვალება გვაქ მადლობა საქართველოს სანდროს ხარში დგომას ღმერთმა დაგლოცოთ დედის განცხადება ანგარიშები მარიამი ღვინიაშვილი სანდროს დედა თიბისი GE04TB7115645064300008 თიბისი GE04TB7115645064300008 საქართველო GE49BG0000000528183746Პირადი ნომერი მარიამი ღვინიაშვილი სანდროს დედა 35001113778 Ტელეფონის ნომერი595354888

მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი – ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის

ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, ჩვენ აქ მოვედით, რადგან თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის, ამის შესახებ მარნეულის მეჩეთის იმამმა, ჰაჯი ჰაჯიევმა სიონში განაცხადა.ჰაჯიევმა ქართველებს მიუსამძიმრა.„ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს. ისლამის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორის არის კავშირები რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ ამ კავშირებს და იმედი გვაქვს, რომ ეს კავშირები მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.საელჩოს ინფორმაციით, პიტერ ანდრეოლი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს.„მოხარული ვართ, მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში. ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქმა თავისი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია...

ამ დღეებში საზოგადოებაში რაც ვნახეთ, ეს ერთსულოვნება, ძალიან საშურია, რომ იყოს შენარჩუნებული. სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, ამ მოვლენიდან რაიმე პროცესი პოლიტიკურ შეფასებაში გადაიტანოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.ჯაღმაიძის თქმით, ყველას სთხოვს, თავი შეიკავოს ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით.„სირცხვილია უბრალოდ ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა, რომ კიდევ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა მხარედ. ამიტომ სასურველი იქნება, არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. პატრიარქისადმი ჩვენი პატივის მიგება იქნება, რომ ნუ ავყვებით მეორად თემებს, რომლებსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.რაც შეეხება შეკითხვას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია ეს გასაღებიო, აქ არის თუ იქ არისო, მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით შეკითხვაზე ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი სირცხვილია და ხალხს გლოვა უნდა აცადონ.„ტელევიზიები არ ირჩევენ მომავალ პატრიარქს, სირცხვილია, დააცადეთ ხალხს გლოვა. მოვრჩეთ ამ თემებზე ლაპარაკს. ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობაა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მეუფე შიო – ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს, ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში

წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მფარველი იქნება.„ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ მაინც საჭიროა, რამდენიმე სიტყვას ითქვას. იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი, წარმოუდგენელია. ეს საქმეები მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყო. უწმინდესმა ამდენი რამ გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა. მინდა, გავიხსენო პირველი წუთები. ყველას ფიქრი იყო და ახლაც არის, რომ ასეთი მამის წასვლის შემდეგ, როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. იმდენად მასშტაბური, ყოვლისმომცველი იყო, რომ პირველი იყო ეს აზრი, როგორ შევძლებთ ამას ყველანი ერთად. წმინდა, მართალი და სულიერი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, ამას აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისთვის თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში. შეიძლება ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას. კიდევ მეტადაც იგრძნობა ჩვენში ერთმანეთისადმი და ღვთისადმი სიყვარული. ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში. ალბათ მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა, არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი, ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან. შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და მისი ლოცვა-კურთხევით განვაგრძოთ ღირსეულად მსახურება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები