ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

ირაკლი ქადაგიშვილი – პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ როცა შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი ქმედებების ორგანიზება არც სიტყვის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გამოძიება ამბობს, რომ კონკრეტულ ფონდებში აკუმულირებული თანხები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა და გამოძიების ფარგლებში ეს ფონდები დაყადაღდა.

ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი სახის ქმედებების ორგანიზება, არც სიტყვის და არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება.

„პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილება ალბათ თავისი განცხადებით დაასაბუთა, სადაც საუბარია, რომ ამ ფონდებში აკუმულირებული თანხები გამოიყენებოდა ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურაში მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება. ერთია იმის უფლება, რომ შენი პროტესტი გამოხატო და მეორეა ვითარება, როცა პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, მობილიზება და ორგანიზება ასეთი სახის ქმედებების, რაც რა თქმა უნდა, არც სიტყვის, არც აზრის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში და ჩარჩოებში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ამ გამოძიების ფარგლებში იხელმძღვანელა და არსებული ფონდები დააყადაღა. გამოძიება ამბობს, რომ ფონდებში აკუმულირებული თანხები ისეთი ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებაზე მიუთითებდა“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.

პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად კი მითითებულია, მათ შორის, „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გეგა წულაია ესპანეთში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ება-ს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი გეგა წულაია, რომელიც A-A დივიზიონში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.მისი „სანტანდერი“ „რედლაინს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 94:98 დამარცხდა. წაგების მიუხედავად ქართველი კალათბურთელი ტურის MVP-ად აღიარეს. მან 23 წუთში 25 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.„სანტანდერს“ 9 მოგება, 12 წაგება აქვს და 14-გუნდიან დივიზიონში მე-11 ადგილზეა.რაც შეეხება გეგა წულაიას, იგი აქამდეც არაერთ მატჩში გამოირჩა: 21 ქულა ჩააგდო „ლას პიელაგოსთან“, 26 ქულა (11-დან 7 სამქულიანი) – „სოლარესთან“, 20 ქულა – „ტარიბაკოსთან“…

სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერ მოვისმინე, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე – იაგო...

ამ დრომდე დაყადაღებულია საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში, 2 მილიონ ლარზე მეტი - ფონდების ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ოპოზიციის ნაწილს კი უკვირს იმ ფონდების დაყადაღება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი ივსებოდა."თუ ხელისუფლებას ისე ეშინია პიროტექნიკასა და ნიღბების, რომ ამის გამო ფონდებს აყადაღებს, ეს ცალკე კლინიკური შემთხვევაა უკვე ხელისუფლების. მაგრამ მე, მეორეს მხრივ, რაც სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერასოდეს ვერ მოვისმინე, იყო, რომ, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ხელისუფლების ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს გაჭირვებული, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე", - აღნიშნა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მეგობრულად ვიქნებით როგორც ჩინეთთან, ისე რუსეთთან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ მეგობრული ურთიერთობები ექნება როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან.ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. ჩინეთს ვაჭრობის კუთხით ჩვენ ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ დეფიციტი უნდა გამოვასწოროთ. ახლა ჩინეთთან ტრილიონზე მეტი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს დაუჯერებელიც კი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაღაცას გავაკეთებთ, ხოლო რუსეთს სურს, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ნაწილი ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.

“წვიმა, ქარი, თოვლი” – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +14 გრადუსი თელავშია მოსალოდნელი. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში +11 წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +9 - წვიმასოხუმი +10 - წვიმაზუგდიდი +9 - წვიმამესტია +4 - თოვლიფოთი +10 - წვიმაბათუმი +10 - წვიმაოზურგეთი +9 - წვიმაქუთაისი +9 - წვიმაამბროლაური +7 - წვიმაახალციხე +6 - წვიმაბორჯომი +2 - თოვლიბაკურიანი 0 - თოვლიგორი +8 - წვიმაცხინვალი +6 - თოვლისტეფანწმინდა +4 - თოვლიგუდაური 0 - თოვლითელავი +14 - წვიმარუსთავი +13 - წვიმათბილისი +11 - წვიმა

ბოლო სიახლეები