ფაქტობრივად, ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური სახე დაკარგეს და ეს ყოველ ჯერზე მოხდა, როცა ქვეყნის ინტერესებს, დემოკრატიას, არჩევნებს უპირისპირდებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, იმის გამო, რომ მოჯადოებული წრე ვერ გაარღვიეს და შედეგი ვერ დადეს, ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში.
„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ამ პარტიების რეალურ სახეს აჩვენებს. საპარლამენტო არჩევნების წინ ამბობდნენ, რომ საქართველოს გადარჩენა ამ პარტიების გაერთიანებაში იყო. ვნახეთ, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს პარტიები რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, მათი ურთიერთობებიდან გამომდინარეც შეგიძლიათ გაარკვიოთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

