სამშაბათი, იანვარი 20, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: დამარცხების შემდეგ არჩეული არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის შემდეგ, მათ უწევთ თავის მართლება ამომრჩევლების ნაწილთან და უცხოელ პატრონებთან

“ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია უმიზნოა.

„დამარცხების შემდეგ, არჩეული არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის შემდეგ მათ უწევთ თავის მართლება ამომრჩევლების ნაწილთან და უცხოელ პატრონებთან.

ეს აქციები კი ემსგავსება უმიზნო აქციას, ანუ აქცია აქციისთვის. ის მიზანი რაც მათ აქვთ იმდენად ილუზიურია, რომ ვერ ხდება ამის გარჩევა, ეს აქცია აქციისთვის კი თავის თავს აუცილებლად ამოწურავს,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანდრო ჭიჭინაძე – გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია – სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა...

არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, მცირე სიტყვით ისარგებლა.„მადლობა იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან , უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია... არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

გიორგი შარაშიძე – რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი?

„ოცნებამ“ გუშინ საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ აღიარებს დანაშაულს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ადამიანებმა სიცივესა და თოვლში მთელი დღე გაატარეს.„არაადამიანურად მოპყრობას გავუტოლებდი. არაადამიანური მოპრობა არ ნიშნავს მხოლოდ ციხეებში ადამიანებზე ძალადობას და ფიზიკურ ძალადობას. არაადამიანური მოპრობა შეიძლება იყოს ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანებზე და სწორედ ასეთი ტიპის მოპყრობასთან გვქონდა გუშინ საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ეზეიმა ნათლისღების დღესასწაული, „ქართულმა ოცნებამ“ ამ უტიფარი ჟესტით ეს დღე ფაქტობრივად მთელ საქართველოს ჩაამწარა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.რაც შეეხება შეწყალებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი.„რა შეიცვალა? „ოცნების“ ბოლო შეწყალება გიორგობას იყო, 23 ნოემბერს და მართლაც გაუგებარია, რა შეიცვალა ბოლო ორ თვეში, რომ „ოცნება“ ასეთი კეთილი გამხდარიყო და შეეწყალებინა პატიმრები. რომც ვიხილოთ ამ ადამიანების ნაწილი შეწყალებულთა სიაში, იმდენად მძიმე საყურებელი იყო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, ამ სიხარულსაც ხაზს გადაუსვამს „ქართული ოცნება“ საკუთარი საქციელით. ეს ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. „ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი სახე და დაადასტურა, რომ ამ რეჟიმს ჰუმანურობასთან, შემწყნარებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რომც გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს უკანონო პატიმრები, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მიზანი კი მას აქვს ერთადერთი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ბოლო სიახლეები