ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ და ამით ისედაც შუაზე გაყოფილი ამომრჩეველი არ დაკარგონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ამომრჩევლის შენარჩუნება უნდა.

„სალომე ზურაბიშვილი და „ლელო“ თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გახდებიან, გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ამომრჩეველს მათ გადააბარებს. ამიტომ, წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ მათ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ და ამით ისედაც შუაზე გაყოფილი ამომრჩეველი არ დაკარგონ. ამ შემთხვევაში, როცა ისინი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდებიან, ეს მათი პარტიული მიზანია. ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ოპოზიციამ აბსოლუტურად წამგებიანი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია, როცა მათ თავიანთი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებაზე უარი თქვეს, პარლამენტს გარეთ დარჩნენ და დღეს ის გაურკვევლობა მიიღეს, რაშიც ასეთი დაუნდობელი შიდა დამოკიდებულება აქვთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის” – ბექა ლილუაშვილი

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია.გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის."ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიცვლის, მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. თვითონ რაში გადავიდნენ - თავდაცვიდან თავდასხმაში თუ პირიქით, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო.ვიღაცას თავის წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება რაღაც. ერთი პარტიის ჩამოყალიბებაც, სადაც იქნება პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ესეთი რამ ბუნებაშიც ვერ იარსებებს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

დღენახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან, რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას ან ერთიანობას დათანხმდეს – ლევან ხაბეიშვილი გახარიას გუნდზე

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია."ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. გამორიცხულია, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე წლების განმავლობაში ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობას" ესხმიან თავს. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმის პოზიციაზე და არა ის, რომ ჩვენ ყველას ვეძახოთ და ვეფეროთ, თქვენი ჭირიმე 13 წელია ჩვენს კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ აგერ ორი დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ და იმათ ქვა-ტალახი გვესროლონ, არ გამოვა ჯიგრებო ეგრე.რა არის დასამალი, დღენახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან. რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს.სალომემ საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი და ერთიანობა ცუდიაო, ეს მიუღებელია. წადი კითხე სალომეს, ერთიანობაა კარგი თუ კოორდინაცია, თუ იტყვის, რომ კოორდინაციაო, კარგად იყოს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ ვიცი, როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს

როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ, ჯერჯერობით არ ვიცი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო საუბრის დროს.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი, ზოგადად, განიხილებოდა უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრამდე და საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.„ეს ჩვენი ელექტროსადგურია, ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსებს ძალიან სურთ, რომ ის ჩვენ გარეშე მუშაობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ექვსი ბლოკი. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ამაში „ჩაითრიოს” ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ღალატობს უკრაინას.

დავით ჩიხელიძე: FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი...

ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ნიკა გილაურმა ლობისტებს 6 თვეში 600 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია.„FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური რომელიც პატრიოტიზმზე გვესაუბრება, საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის, თანახმად ნიკა გილაურის კომპანიამ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის 600 000 დოლარი გადაიხადა. თანამშრომლობა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს, აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას, მხარდამჭერ ქმედებებს და ა.შ. ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს! გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია. დღეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასობით უცხოური ფონდი თუ კერძო პიროვნება აფინანსებს, ფინანსების ნაწილი გაუმჭვირვალეა, რომლის დიდი ნაწილი არა სამოქალაქო სექტორის თუ კონკრეტული დარგების განვითარებას, არამედ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება“, - წერს დავით ჩიხელიძე.

გერმანული გამოცემა: კაია კალასს საქმეები კარგად არ მისდის

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საკუთარ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) ავრცელებს.გამოცემა აღნიშნავს, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კალასის ინიციატივა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ჩავარდა.მიუხედავად იმისა, რომ კალასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის გეგმას წევრ სახელმწიფოებში დიდი მხარდაჭერა აქვს, გერმანული გამოცემა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ გეგმა დეტალებისა და ტექნიკური საკითხების დახვეწას საჭიროებს, რამდენიმე ქვეყანა მას პრინციპულად ეწინააღმდეგება.„ინიციატივას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ეს ქვეყნები დიდი შენატანის გაკეთებას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან. ჯერ-ჯერობით უკრაინისთვის მათი ერთობლივი დახმარება დანიაზე ნაკლებს წარმოადგენს“, - წერს გამოცემა.როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა მის წინამორბედს, ჟორეფ ბორელს ეკუთვნოდა, თუმცა კალასმა თანამდებობის დაკავებისთანავე ის უარყო. გერმანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კალასმა ეს თემა კვლავ გახადა აქტუალური მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ.„ზოგი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ის უკეთ უნდა მომზადებულიყო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც ბორელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ“, - წერია სტატიაში, სადაც სავარაუდოდ ბორელის კარგი კავშირები სამხრეთევროპულ ქვეყნებთან იგულისხმება.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კალასის სისუსტეზე მეტყველებს, გამოცემის აზრით, არის ევროკავშირის სურვილი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის შესახებ, სადაც დღესდღეობით შუამავლის როლს მხოლოდ აშშ ასრულებს.„ზოგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა თავად ჩამოიშორა საკუთარი თავი, რადგან ვაშინგტონს ძალიან აკრიტიკებდა. მან ტრამპის ზეწოლას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „ბინძური გარიგება“ უწოდა და როცა ვაშინგტონში ჩავიდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მასთან შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა. კალასმა ისიც ვერ მოახერხა, რომ აშშ-ის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან გაემართა შეხვედრა“, - წერს გამოცემა.

ბოლო სიახლეები