ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025

ირაკლი რუხაძე: ყველა ის პარტია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგას ჩემთვის იგივე „ნაცმოძრაობაა“

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე პარტიაა, რომელიც გამოვიდა იქიდან და ჯამში 20% აიღო, მაგრამ ყველა ის პარტია, რომელიც მათ გვერდით დგას არის ჩემთვის იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

რუხაძის თქმით, მისთვის „გირჩი” და იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობა” არ არის.

„ჩემთვის მამუკა ხაზარაძეც არ იქნებოდა [„ნაციონალური მოძრაობა“], მე და მამუკა პარტნიორები ვართ ბორჯომიდან, ბადრი ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელია ჯაფარიძე. არც მამუკა და არც ბადრი შეიძლება არ ყოფილიყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის, მაგრამ გახდნენ იმიტომ, რომ ჯერ გვერდზე დაუდგნენ, მე მგონი უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. არ ვიცი, მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემგან მაინცდამაინც არ ესწავლებათ ეს, მაგრამ მე მგონი საერთოდ არ უნდა წასულიყვნენ იქეთ და ის ნიშა, რომელიც ახლაც არსებობს, უნდა დაეკავებინათ – არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“. გავარდნენ პირველივე დღეს და დასხდნენ იქ, მაგრამ ეგ არ იყო მთავარი. მთავარი იყო, როცა რაღაც მომენტიდან და ეს კაი ხანია უკვე, თითქმის წელზე მეტია „ლელო“ ამბობს, რომ მე არ შევკრავ კოალიციას „ოცნებასთან“, ის არ ამბობდა, რომ მე შევკრავ კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ მე მათემატიკა ძალიან კარგად ვიცი, ყოველ შემთხვევაში არითმეტიკა, ასამდე თვლა და როდესაც ადამიანი, ჯგუფი ამბობს, რომ მე არ შევკრავ კოალიციას „ოცნებასთან“ – ეს ნიშნავს, რომ მე მხოლოდ შევკრავ კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს ნიშნავს, რომ მე მინდა, რომ მათ წააგონ ერთად, როგორც ჯგუფმა“, – განაცხადა რუხაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს – მეთიუ ბრაიზა

საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა. მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“. „ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადაუხვევს დემოკრატიისგან და რომ ისინი არღვევენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოვებენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქათული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მე მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ისინი ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მე მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა, იყოს სხვა მიდგომა“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ. რაც შეეხება კითხვას, „არსებობს მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?“, – მეთიუ ბრაიზას შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. „ნაკლებად. ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება. საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული „რესპუბლიკელია“, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებს უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

თეა წულუკიანი თორნტონს: ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ?

არლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის განცხადება სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ? აბა, პოლიტოლოგიის სწავლა უკვე დაგვიანებულია ამ ასაკში", - წერს თეა წულუკიანი. ცნობისთვის, ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "გამაუპატიურებელი და კრიმინალია".

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ბიძგები იზოლირებული შემთხვევაა და უფრო ძლიერი მიწისძვრა რეგიონში არ განმეორდება.

ნატალი ლუაზო – საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს, ეს სირცხვილია, ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0, თამაში არ დასრულებულა, ყველაფერი ვქნათ,...

საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები მოპარულია, არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმური საქართველოში. „ჯერ კიდევ ველოდები თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით მაშინ, როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე გააკეთა ეს, ბატონო ევროკომისარო. ხალხი 55 დღის მანძილზე გამოდის, მათ წინააღმდეგ რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა და საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების დაწესება. ინდივიდუალურად, სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ – არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა.  ქართველები, რომლებიც ქუჩებში ევროპული დროშებით გამოხატავენ პროტესტს, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ“, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.

ირაკლი რუხაძე: ელჩებთან შეხვედრაზე გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მიუკერძოებელი ვარ

ელჩებთან შეხვედრაზე გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ის ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მე მიუკერძოებელი ვარ, იმიტომ ვაფინანსებ „მთავარ არხს“, რომ ლამაზი, მრავალფეროვანი სამყარო ანახოს ქართველ მაყურებელს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ. „მე თვითონ დავდივარ შეხვედრები როცა არის ელჩებთან, სადამკვირვებლო მისიებთან. რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ თურმე იწვევენ მარტო ოპოზიციურ მედიასო, პირველად ასეთ შეხვედრაზე შემთხვევით მოვხვდი. ვიღაცამ მითხრა ჩეხეთის საელჩოში ელჩები მედიას ხვდებიანო, ვიკითხე ჩვენთან და მოწვეულები არ ვართო, გვერდით არის ჩემს ოფისთან, გადავედი და ვუთხარი, რომ „იმედის“ წარმომადგენელი ვიყავი და ვკითხე, რატომ არ დამიძახეს. რომ შევედი, 8 ტელევიზია ჰყავდათ მიწვეული და ძალიან შეცბნენ. ამის მერე მპატიჟებენ, მაგრამ ახლა რომ მივიდე, ისევ იგივე სიტუაცია იქნება. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე მარტო, იქ არ იქნება „პოსტივი“, არ იქნება „რუსთავი2“, არ იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, იჯდება 8 ტელევიზია, საიდანაც 4 სახელი გაგონილი არ მექნება. .„ჩაიხანა ტვ“ გვეჯდა გვერდით, რომელიც ლაპარაკობდა ქართული მედიის სახელით, ელჩებს ანახებენ, რომ ვითომ ეს არის მედია. მერე ეს რვავე ტელევიზია უყვება, რომ თურმე რა საშინელებაა, როგორ ეშინიათ, რომ ჩვენთან როგორ არის მედია დაჩაგრული, რომ ჩვენთან თითქოს სიტყვის თავისუფლება არ არის, უყვებიან ზღაპრებს. ამიტომ მე დავდივარ და ვეუბნები, რომ რატომ მოგყავთ ეს ბავშვები, მოიყვანეთ გიორგი თარგამაძე, მფლობელები, მაშინ ასე ვერ ილაპარაკებდნენ. გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ის ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მე მიუკერძოებელი ვარ, იმიტომ ვაფინანსებ „მთავარ არხს“, რომ ლამაზი, მრავალფეროვანი სამყარო ანახოს ქართველ მაყურებელს. ნიკა გვარამია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი აქტორია პოლიტიკური პარტიის, არ დაუჯერებენ მას, რომ ჩემთვის სულ ერთია „ოცნებას“ ვანახებ თუ ჩემს პარტიას კარგად. მერე იქეთ იჯდებოდა კეზერაშვილი, რომელსაც საერთოდ რად უნდა ტელევიზია. ამიტომ დავდივარ მე, რომ მე მოვყვები, რაში მინდა ტელევიზია“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ბოლო სიახლეები