ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას შვილი შეეძინათ – ბედნიერი მამა მილოცვებს იღებს

ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია, პირველი შვილის მამა გახდა. სასიხარულო სიახლეს, ლიზა ჩიჩუას და, მაშო ჩიჩუა გვიზიარებს.

წყვილმა, შვილს გიორგი დაარქვა.

„გაუმარჯოს პატარა გიორგის“ – აღნიშნავენ გავრცელებულ კადრებში.

როგორც ჩანს, ლიზა ჩიჩუამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ირანის ელჩი – საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ და სავაჭრო ბრუნვამ წლის ბოლოსთვის შესაძლოა, უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწიოს

საბაჟო-სასაზღვრო რეგულაციების ცვლილების შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ და შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, უპრეცედენტო მაჩვენებელს, 400 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, ალი მოუჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ირანელი დიპლომატის თქმით, მოკლე დროში მოხერხდა და შეიქმნა ირანულ ბაზარზე წვდომის ახალი მოდელი ქართველი ბიზნესმენებისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს.მისი განმარტებით, დღეს ყველა ქართველ ბიზნესმენს აქვს შესაძლებლობა, ირანელი ბიზნესმენის მსგავსად, მცირე საწევრო გადასახადის გადახდით, ირანის სავაჭრო, სამთო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პალატაში გაწევრიანდეს და ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს.ალი მოუჯანის განცხადებით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა – შიდარეგიონული თანამშრომლობის საფუძვლების შექმნა და ირანის მეზობელი ბაზრების გახსნა ერაყსა და ავღანეთში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის.„ამ მხრივ, „ირანის ბაზრის სავაჭრო ქსელის“ ძალისხმევით შედგა მიმოწერა ირანის ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო პალატას (78 მილიონი მოსახლეობით) და საქართველოს სავაჭრო ქსელს შორის. ქალაქ მაშჰადის სავაჭრო პალატამ ირანში, მეზობელ ქვეყნებში, პაკისტანსა და ავღანეთში, ასევე თავრიზის, ჰამადანის, ქერმანშაჰის სავაჭრო პალატებმა, ქურთისტანის რეგიონისა და ერაყის მეზობელ ქვეყნებში, მიიღეს შესაბამისი ინსტრუქციები სავაჭრო პარტნიორებთან კონსულტაციების გაწევისათვის. მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე პუნქტს „ირანული ბაზრის ქსელთან“ დაკავშირებით. ეს ქსელი აერთიანებს 95 მილიონ ადამიანს ირანში, 35 მილიონს ავღანეთში, 43 მილიონს ერაყში და 240 მილიონს პაკისტანში, რაც 413 მილიონის მოცულობის უზარმაზარი ბაზარია და  მომგებიანი ბაზრის პერსპექტივას ქმნის. მაგალითისთვის, საელჩო შეეცადა ირანის საბაჟო და სანიტარულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რათა ერთ-ერთი საზღვარი მუდმივად გახსნილი ყოფილიყო ერაყში კავკასიიდან ცოცხალი საქონლის სწრაფი გადაყვანისთვის და ხელი შეეწყო საკარანტინო ღონისძიებებისთვის, რათა ირანიდან ტრანზიტით ცოცხალი საქონელი დღე-ნახევარში გადასულიყო ერაყში, ხოლო იქიდან სპარსეთის ყურის სამხრეთ ქვეყნებში, სირიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წონის მინიმალური კლებით, გრძელ და შრომატევად საზღვაო გზასთან შედარებით“, – განაცხადა ალი მოუჯანიმ.ირანის ელჩის თქმით, თეირანის კიდევ ერთი ძალისხმევაა ირანის კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციები კასპიის ზღვის სამხრეთ დერეფნის გასახსნელად. ალი მოუჯანის განცხადებით, ეს მარშრუტი, კლიმატის ცვლილებისა და კასპიის ზღვის დაწევის ფონზე, რამაც შეზღუდა ტვირთების ზღვით გადაადგილება, წარმოადგენს უსაფრთხო ალტერნატივას ტვირთების გადასაზიდად შორეული აღმოსავლეთიდან (ჩინეთი) და ცენტრალური აზიიდან შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, კავკასიისა და თურქეთის გავლით.

ეპისკოპოსი გიორგი – აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა – ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო...

აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.მეუფე გიორგის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს.„მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზარტული თამაშები ბევრისთვის იმედის ნაცვლად სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა.ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება. სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს, რასაც შედეგად მოყვება დაღუპვა.ჩვენ გვჭირდება არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საზოგადოება, არამედ ჯანმრთელი ოჯახები, დაცული ახალგაზრდობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობაც.“რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს” (მათე. 16.26.) გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“, - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.

გია ვოლსკი – სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან

რასაკვირველია, ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ოპოზიციაა, თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ და შეუქცევად განსაცდელში, ეს ერთადერთი გზა არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე გზაც არსებობს, რომელსაც სააკაშვილი მიმართავდა.„განუკითხავად ყველას სჯიდნენ, აშინებდნენ და ციხეში ყრიდნენ. მეორე საკითხია, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად მოქმედებენ, არ მალავენ, რას აკეთებენ. დიახაც, გვინდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეთო. მათი განცხადებები კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა და არაერთხელ, ხუთჯერ თუ ექვსჯერ. ამით რეალური საფრთხე შეექმნა ქვეყანას და მომავალშიც შეექმნება. ამ დროს პარტიების აკრძალვა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, სასიხარულო არაფერია. სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან. გვეუბნებიან, უკრაინა როგორც იქცევა, შენც ისე უნდა ჩადგე სისხლის გუბეშიო, როცა ამ ნამცხვრის გაყოფა დაიწყება, ნაჭრის გარეშე დარჩები, თუკი დღესვე არ გაწირავ ხალხსო. პოლიტიკური პარტია ხარ, მუდმივად ხარ, არაფერი გეხება, მორჩა, დამთავრდა? მერე რა, თუ აწამებ, დახვრიტავ? – დასახვრეტი იყოო. ნებისმიერ სახელმწიფოში ასეთი ერთი დანაშაული მაინც რომ ჩაედინათ, შესაბამისი რეაგირება იქნებოდა. აბა, რამე თქვან საფრანგეთზე, ბელგიაზე, ნიდერლანდებზე, ძაღლები მიუქსიეს ხალხს“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ელენე ხოშტარია – ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ – დღეს მე ბევრად კარგად ვარ, ვიდრე...

ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან,- ამის შესახებ „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.როგორც ხოშტარია წერს, ციხის ადმინისტრაციასთან არ აქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ მისი ჯანმრთელობისთვის.„ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე - სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად.აქვე ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის.ბოლომდე!პ.ს. ერთადერთი თხოვნა მაქვს - ძალიან რთულია საკანში „ფორმულას“ მაუწყებლობის გარეშე ყოფნა. ვერ აგიხსნით, რამხელა დანაკლისია. ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი ფინანსურად ისე, როგორც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრებს და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ წვდომა „ფორმულაზე“.#GE32TB7843845067800005“,- წერს ხოშტარია.

ბოლო სიახლეები