კვირა, მარტი 1, 2026

ირაკლი კობახიძე – 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, განსხვავებით 2007 და 2020 წლებისგან, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც გვარამიას – „ერთი რიგითი უცხოელი აგენტის“ დონემდეა დასული.

„გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.

თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ცხედარი ირანის ხელისუფლებამ თეირანში, ხამენეის რეზიდენციის ნანგრევებში აღმოაჩინა.ისრაელმა ხამენეის რეზიდენციაზე მძლავრი დარტყმა დღეს დილით, ირანზე განხორციელებული თავდასხმების პირველივე ტალღის დროს მიიტანა.აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლაიტერმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ.აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-თან საუბრისას ადასტურებს ინფორმირებული წყარო, რაც ასევე ემთხვევა საინფორმაციო პორტალ Axios-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს.ამ დროისთვის ირანის ოფიციალური მხარე მომხდარზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გავრცელებული კადრები და დიპლომატიური არხებით მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისრაელის ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია.

ტრამპი: ირანის ლიდერების დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ირანს უკვე „ძალიან დიდი ზიანი“ მიაყენა.ტრამპის თქმით, ირანის ხელმძღვანელობის „დიდი ნაწილი აღარ არის“, თუმცა აღნიშნა, რომ სრული სურათი ჯერ უცნობია. „ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ მისი დიდი ნაწილი აღარ არსებობს,“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კაია კალასი აცხადებს, რომ ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ირანის საკითხი და ახლო აღმოსავლეთში სწრაფად განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.„კონტაქტზე ვიყავი ჩვენს პარტნიორებთან სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ირანის რეჟიმის განურჩეველი თავდასხმები მეზობლების წინააღმდეგ რეგიონის უფრო ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს და ჩვენ ამას ვგმობთ. აუცილებელია, ომი უფრო არ გავრცელდეს. ირანის რეჟიმს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში. 

ემანუელ მაკრონი – აშშ-მა და ისრაელმა ბოლო საათებში გადაწყვიტეს ირანზე თავდასხმა, საფრანგეთი, ისევე, როგორც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა, არ იყო არც ინფორმირებული და არც...

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში საფრანგეთი ჩართული არ ყოფილა.მისი თქმით, საფრანგეთი თავდასხმის შესახებ ინფორმირებულიც კი არ იყო.როგორც მაკრონმა აღნიშნა, მსგავს მდგომარეობაში იყვნენ რეგიონის სხვა ქვეყნებიც.„აშშ-მა და ისრაელმა ბოლო საათებში გადაწყვიტეს ირანზე თავდასხმის განხორციელება. საფრანგეთი, ისევე, როგორც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა და ჩვენი მოკავშირე, არ იყო არც ინფორმირებული და არც ჩართული. ირანმა საპასუხო ზომები მიიღო მრავალ ქვეყანაში, რომელთაგან ბევრი მეგობრული ქვეყანაა, ჩვენ გვყავს მოქალაქეები და გყვაქვს სამხედრო აქტივები, რაც გავლენას ახდენს რეგიონულ სტაბილურობაზე, მშვიდობაზე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ცხადია, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყანაში, რომელზეც ამჟამად თავდასხმა ხორციელდება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა აუცილებელია, რადგან ირანის ბირთვული პროგრამის საკითხით გამოწვეული კრიზისი სამხედრო დარტყმებით ვერ გადაიჭრება.„ვიმედოვნებ, ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიური მუშაობა თავის რიტმს დაუბრუნდეს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ საკითხების დიპლომატიური არხებით მოსაგვარებლად, რადგან არავის სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტების აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხი უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება“, – აღნიშნა  მაკრონმა.

„როიტერი“ – აიათოლა ალი ხამენეი დაღუპულია და მისი ცხედარი ნაპოვნია

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაღუპულია და მისი ცხედარი ნაპოვნია, – ამის შესახებ „როიტერი“ ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.ირანულ მხარეს აღნიშნული ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „სულ უფრო მეტი ნიშანი ჩდება იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის“.

ბოლო სიახლეები