ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

ირაკლი კობახიძე: 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა – ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი

„იმედის კვირა“ დაინტერესდა რა შედეგები მოჰყვებოდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„ეს იქნებოდა მარტო პირველივე წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ნაცვლად 10%-იანი ზრდისა, რაც გვქონდა ჩვენ გასულ წელს. პესიმისტური სცენარის პირობებში, მაქსიმუმ, ეს იქნებოდა 18%-იანი ვარდნაც კი. 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა – ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი. და მნიშვნელოვანია რა არის ამ ციფრებს მიღმა. ეს იქნებოდა მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას, ხელფასების კლებას, იმას რომ ფერმერები ვეღარ მოახდენდნენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას, მათ დარჩებოდათ ვალები და ა.შ. ეს ნიშნავდა იმას, რომ იგივე აჭარა რომ ავიღოთ, ტურისტული სეზონი ძალიან მძიმედ წავიდოდა, და იქაც უამრავ ადამიანს შეიძლებოდა დარჩენოდა ვალები, კრედიტები გასასტუმრებელი და ა.შ. ეს გამოიწვევდა კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. შედარებისთვის, კოვიდის დროს ეკონომიკური ვარდნა ჩვენს ქვეყანაში იყო 6,5%“, – განმარტავს კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

წვიმა და დაბალი ტემპერატურა – ამინდი უარესდება

3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მკვეთრად უარესდება.ყველაზე მაღალი ტემპერატურა გაგრასა და სოხუმში, +23  გრადუსი დაფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი, გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი.გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +23 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +22 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +22 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +21 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +18 - წვიმაახალციხე +17 - წვიმაბორჯომი +14 - წვიმაბაკურიანი +11 - წვიმაგორი +18 - წვიმაცხინვალი +16 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +18 - წვიმარუსთავი +20 - წვიმათბილისი +19 - წვიმა

ბოლო სიახლეები