ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება

ჩვენ ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასული 12 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შთამბეჭდავი შედეგები ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ  ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა გასამმაგდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ბიუჯეტი 8,5 მილიარდიდან 28 მილიარდამდე გავზარდეთ, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ, საშუალო ხელფასი, რომელიც იყო 712.5 ლარი გავზარდეთ 2,000 ლარამდე, სიღარიბე თითქმის 3-ჯერ შევამცირეთ 212 წლის შემდეგ და 680,000 ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დავეხმარეთ.

ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა 130 მილიარდ ლარს მიაღწევს, ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, შევქმნით 200,000 ახალ სამუშაო ადგილს, საშუალო ხელფასი 3,500 ლარს მიაღწევს, ხოლო სიღარიბე 4 პროცენტიან მაჩვენებელს ჩამოცდება.

გასული 12 წლის მანძილზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და  გადაიარაღდა 800 საწარმო. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით, დამატებით ასობით ახალი საწარმო შეიქმნება.

რამდენჯერმე გავზარდეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ წინა ხელისუფლებამ მთლიანობაში 68 კილომეტრი ავტობანი ააშენა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ 34 კილომეტრი და 22 კილომეტრი მხოლოდ გვირაბი და ხიდი ავაშენეთ ამ 12 წლის განმავლობაში. მთლიანობაში, უკვე ავაშენეთ 300 კილომეტრამდე ავტომაგისტრალი და ამ მიმართულებით, ქვეყნის სწრაფი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის კიდევ უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკის სხვა დარგები. კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონები. კიდევ უფრო განვითარდება და გალამაზდება თბილისი.

რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი, სუპერთანამედროვე საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი.

თბილისში ავაშენებთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ინფრასტრუქტურას, სადაც ქართველი სტუდენტები საუკეთესო გარემოში, ევროპული სტანდარტების განათლებას მიიღებენ და საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიწყებთ 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება.

კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჯანდაცვის სისტემა, გაფართოვდება მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ყოველწლიურად გაიზრდება პენსიები ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი არის ის უმოკლესი გზა, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას შექმნის და საქართველოს არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში შეიყვანს, არამედ, რაც მთავარია, ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში შემოიტანს.

„ამის ალტერნატივაა ავტორიტარიზმი, ომი და ეკონომიკის გაჩერება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვპირდება. ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან.

საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი.

26 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ყველა ერთად და ყველას ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს. სიძულვილითა და მტრობით დანგრეულს ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ, ჩვენ სიყვარულით გავამთლიანებთ საქართველოს და სიყვარულით შევქმნით ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ნათელ მომავალს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას

ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები