პარასკევი, იანვარი 24, 2025

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა, იკვეთებოდა მათ შორის ამერიკული დაფინანსება, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის მნიშვნელოვანი

სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიესალმება დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ აქ საუბარი იყო, პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე. რაც ხელის გულზე დევს. თქვენ ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვენ გახსოვთ ასევე დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით მაგალითად რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს – მნიშვნელობა არ აქვს ვინ საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად. რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით მაგალითად რუსეთს და ამერიკას, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ და პირადდ პრეზიდნეტის გადაწყვეტილებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მისი თავიდან მოშორება სცადეს…UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს-მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო. ლონგომ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ისაუბრა და „მანქანას“ ნამდვილი მონსტრი უწოდა. „ყველაფერს, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერაბთან დაკავშირებით ვამბობდით, ასრულდა. ამ ბიჭის თავიდან მოშორება მისთვის ურთულესი ჩხუბების მიცემით სცადეს და საბოლოოდ, მონსტრი შექმნეს. მერაბმა ყველა ტესტი გაიარა და ახლა, UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს“, - თქვა მერაბ დვალიშვილის მწვრთელმა.

ნიკოლოზ გაბელია: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „სპორტის დარბაზში იჯდა ვაშაძე და იქიდან უყურებდა ინაუგურაციას ტელევიზორში, სახლში რომ ყოფილიყო ამით რამე დაშავდებოდა? - არა. ისევ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ჩვენ ჩავედით იქ, გვეპატიჟებიანო. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი არ ჩასულა იქ, ეს ჩვეულებრივი ამბავია ხდება ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არ მიდიან იმის გამო, რომ რაღაც პლუსები დაიწერონ. ამათი ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს. რასაც ტრამპი ამბობს და რა მესიჯებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმ მესიჯების საპირწონედ პირიქით ამბობდა ყველაფერს ეს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი მესიჯები იყო ოჯახური სიწმინდე, ტრადიცია, და ა.შ., ამათთვის ეს არის მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი იმარჯვებდა, იმწუთშივე გახდნენ რაღაც სხვანაირები. ეს სხვანაირი ყოფნა არ იციან როგორია, რადგან პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ იციან რა არის, არ იციან ოჯახის სიწმინდე რა არის, რადგან თავიანთ შვილებს არ ზრდიან ქართველებად“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაბელიამ.

არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები – ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს. „ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა. „ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც. „აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას. როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა.

გარდაიცვალა ცნობილი მწვრთნელი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მურთაზ მგელაძე. საქართველოს კრივის ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ მის მის ოჯახს“, - წერია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები