შაბათი, ნოემბერი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – ქვეყანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დავასვენოთ, ამას ემსახურება სარჩელი, რომ არ ყოფილიყო რადიკალიზმი, რევოლუციის მცდელობები, ეკონომიკაც მეტად წაიწევდა წინ

თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი, ზუსტად ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული.

„ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა ამ მოცემულობას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის კლასიკური ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს და ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არ შეიძლება, ასეთმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც არის, რომ არავითარი თავისუფლება, თავისუფლების მტრებს – ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან.

„ნონსენსია, შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას. იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ძირშივე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, ამიტომ ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი და ზუსტად ამას ეფუძნება ის სარჩელი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.

„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს. აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ  ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავსმოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავსმოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახძე – „იგლ ჰილსზე“ ოპოზიციის მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო ატეხილი ხმაურის მთავარი ხაზი არის, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.„იგლ ჰულსის“ პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მახსენდება რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული. დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები

ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილებაში თუ ვინმე შენიშნავს კორუფციის ნიშნებს, ის პირადად აგებს პასუხს.„რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა – ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას – კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ, ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ გერმანიის ელჩმა მისგან ბინა იქირავა, გერმანიის მთავრობა ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,...

გერმანიის მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ ბოლომდე რატომ ასაჯარობენ იმ ფაქტებს, ვის ჩაურიცხეს თანხა, რამდენი, რატომ ჩაურიცხეს და რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე არ იმალება.„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობლური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.ამასთან, 4 აგვისტოს  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული“.

ბოლო სიახლეები