პარასკევი, მარტი 21, 2025

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ თუ არ გინდა, დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ორჯერ ორი ოთხია, გინდა, მოვიდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია, მწამებლები, მკვლელები, რეკეტიორები

დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანი არ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, გაუგებარია, რატომ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს.

„თუ არ ხარ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, რატომ ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს. ორი შედეგი შეიძლება დაიდოს, ყველაფრის გათვალისწინებით, ორ თვეში რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები – ერთი არის ის, რომ ისევ იგებს „ქართული ოცნება“ და მეორე თეორიული ვარიანტია, რომ ეს ოთხი პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში. როცა შენ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვ, თან იმ ეგიდით, რომ არ გინდა „ქართული ოცნება“ დარჩეს, რანაირად არ ხარ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, ეს ხომ მათემატიკაა, ორჯერ ორი ოთხია. თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, ეს ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და ა.შ. რეკეტიორები. ყველაზე მთავარი პრობლემა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საშუალო ამომრჩევლის რა არის, იცის, რომ მკვლელს, მწამებელს, რეკეტიორს, ტელევიზიების მიმტაცებელს და ომის გამჩაღებელს აძლევს ხმას, ეს იცის. სხვათა შორის, როდესაც კომპანიას ვუკვეთავთ ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებს, იქ ტარდება ხოლმე ფოკუს ჯგუფებიც და საოცარი შედეგია, პირველად არ მჯეროდა. როცა მოდიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იციან, მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებიც არ მოსწრებიან, გადმოცემით იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა, ეს ყველაფერი იციან, შეუძლებელია არ იცოდე, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როგორ მიიტაცეს „იმედი“, „რუსთავი 2“ როგორ მიითვისეს, 150 კაცი ქუჩაში რომ მოკლეს, ციხეებში პატიმრებს რომ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ა.შ. 12-ჯერ რომ შემცირდა სიკვდილიანობა ციხეებში, ეს ხომ უნდა იცოდე. ომი რომ გააჩაღეს 2008 წელს და ხელი რომ მოაწერეს ჩვენ დავიწყეთ ომიო, როგორ შეიძლება ეს არ იცოდე და თან პოლიტიკაზე გქონდეს პრეტენზია. ეს ყველაფერი იციან და ამიტომ არ მოდის ის 10 კაციც დისკუსიაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სასწაულები ხდება…” – მარიამს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია

ეს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო სოციალურ ქსელში ცნობილი ქველმოქმედის, დანტესი ფოტოგრაფის მეშვეობით. დანტესი და ექიმი მედეა იობაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ 16 წლის მარიამ კოხრეიძისთვის, რომელიც ხუთშვილიანი ოჯახიდანაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს და გარდა იმისა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც ჰქონდა. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს.როგორც დღეს დანტესი და მედეა იობაშვილი იუწყებიან, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.აღსანიშნავია ისიც, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას."სასწაულები ხდება, მეგობრებო. დღეს ყველანი ერთად გავხდით ამ სასწაულის მომსწრე... სრული ტრანსფორმაცია... შოკში ვართ ყველა... უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც გვერდით გვედექით ამ რთულ პერიოდში..." - ამბობს დანტესი.

დონალდ ტრამპი – ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ.„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც.„როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის შემდეგ, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

თეთრი სახლის პრესმდივანი – დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.ლივიტის თქმით, ტრამპი „სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და „ცაჰალს“, ასევე ქმედებებს, რომლებიც მათ ბოლო დღეებში განახორციელეს“.„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განუმარტა „ჰამასს“, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, ამისთვის მოუწევდათ საფასურის გადახდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის „ჰამასის“ ბრალი 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის გამო.ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ისრაელმა ღაზაზე დარტყმები განაახლა, რითაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმეა დაირღვა.

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული (3:0) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ საპასუხო მატჩამდე არაფერია გარკვეული.„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს“.საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები