ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.

„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.

ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე თამაზაშვილი ტელეკომპანია ,,იმედს”-ასე თუ გააგრძელებთ, სააკაშვილის პერიოდის “იმედს” აუცილებლად აჯობებთ სიცრიუს გავრცელებაში…

,,სამწუხაროდ, ნელ-ნელა „ფორმულას“, „ტვ პირველს“ და მსგავს ტელევიზიებს ემსგავსებით… შეიძლება, ადამიანი აღარ მოგწონდეთ და აღარ „ადიდებდეთ“, მაგრამ იქამდე არ უნდა დაეშვათ, რომ მსგავსი სიბინძურე გაავრცელოთ. ასე თუ გააგრძელებთ, სააკაშვილის პერიოდის “იმედს” აუცილებლად აჯობებთ სიცრიუს გავრცელებაში…P.S. აბა, გაიხსენეთ : სულ რამდენიმე წლის წინ, თქვენივე ეთერებიდან, ვის დამსახურებად მიიჩნევდით, თქვენი საყვარელი “ბუა” სააკაშვილის დაპატიმრებას და საქართველოში სამოქალაქო ომის აცილებას?!- წერს  ალექსანდრე თამაზაშვილი

ცნობილი გახდა ტიმ კარის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი

მსოფლიომ კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი დაკარგა - ტიმ კარი 2026 წლის 25 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად წარმომადგენელმა დაადასტურა, მოგვიანებით კი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სახლში 80 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძახება მიიღეს.რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტიმ კარის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ცნობილი. მსახიობის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონარული არტერიის დაავადება იყო.დოკუმენტში ასევე მითითებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მათ შორის წარსულში გადატანილი ინსულტი და თირკმლის კიბო. არსებული ინფორმაციით, ამ მდგომარეობებისთვის მას ბოლო პერიოდში ქირურგიული ჩარევა არ ჩატარებია.2012 წელს მსახიობმა მძიმე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც სიარულის უნარი დაკარგა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამის შემდეგ ის საზოგადოებაში ბევრად უფრო იშვიათად ჩნდებოდა.2025 წელს, „The Rocky Horror Picture Show“-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საუბრისას, კარი თავადაც ამბობდა, რომ ინსულტის შემდეგ კვლავ ვერ დადიოდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ის მუშაობას და საყვარელ პროექტებთან კავშირს მაინც აგრძელებდა.ტიმ კარის ბოლო პერიოდის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი - მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტიც ჰქონდა გამოქვეყნებული.მისი ბოლო Instagram პოსტი გარდაცვალებამდე დაახლოებით 12 დღით ადრე გამოჩნდა, რაც კიდევ უფრო მოულოდნელს ხდის მისი გარდაცვალების ამბავს თაყვანისმცემლებისთვის.მისი ცხოვრების ბოლო წლები ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან ბრძოლას უკავშირდებოდა, თუმცა კარიერის დასასრულამდე მსახიობი ცდილობდა მუშაობას და თაყვანისმცემლებთან კავშირის შენარჩუნებას.

ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებზე – ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ – ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, - ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, - განაცხადა მერცმა.მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.შეგახსენებთ, წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა.Deutsche Welle წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს.საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

ბოლო სიახლეები