ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ირაკლი კობახიძე – ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მივცეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს

დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოსწორდეს და ქართველ ხალხს დაუბრუნდეს დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით – დებატებით სარგებლობის უფლება.

მისი თქმით, საჯარო ცხოვრებაში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რათა მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს.

„და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება

ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება, ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა გიგია ბოკერიამ „ოპოზიციური ალიანსის“ პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.მისივე თქმით, ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ეროვნული ამოცანაა დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა.„ამას საფრთხეს უქმნის გარეთ რუსეთი და ქვეყნის შიგნით რუსეთის საქმის მკეთებელი ივანიშვილის რეჟიმი. ამ ალიანსის, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, რომელიც რეჟიმს აიძულებს დათმოს ძალაუფლება, ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ამის შემდეგ ქვეყნის დაყენება იმ გზაზე, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ქვეყნის შიგნით თავისუფლებას დაიცავს“,- აღნიშნავს ბოკერია.კითხვაზე, როგორ მოხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების დათმობა და სამომავლოდ მოხდება თუ არა მოლაპარაკება ალიანსსა და „ქართულ ოცნებას” შორის, ბოკერია აღნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები, „რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება“.„ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობების გარემოცვას ერთადერთი ამოცანა აქვს: საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნება. ამისთვის ღალატობენ ქვეყნის მომავალს. როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნება მიყენებული, ძალაუფლების დათმობის პროცესზე მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რეალური იქნება. საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი როგორ დამარცხდა? ფორმალურად ძალაუფლება ჰქონდათ, მაგრამ საზოგადოებაში გარდატეხა იყო მომხდარი და მათი რეპრესიული აპარატი ვეღარ მოქმედებდა, ასე მოხდება აქაც. თავისუფალი არჩევნებია ამოცანა. იმისთვის, რომ თავისუფალ არჩევნებს მიაღწიო, ამ რეჟიმის პროპაგანდისტული, რეპრესიული აპარატი გატეხილი უნდა იყოს. ამას საზოგადოების მობილიზება სჭირდება, როგორც ეს მოხდა საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ახლაც ასე უნდა მოხდეს, შესაძლოა დეტალები განსხვავებული იყოს, ვითარება იდენტური არ არის“,-აღნიშნავს ბოკერია.

ლევან ბეჟაშვილი – ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს, ალბათ, „ქართულ ოცნებაში“ უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც შეიძლება წარსული შეახსენო – ჩვენ აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა...

როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო - აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ალიანსზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაა“.როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან.„ოპოზიციის ალიანსი არის საქართველოს მილიონი მოქალაქის, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი. დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არის პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და არამხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ სენის წინააღმდეგ, რომელიც სჭირს საქართველოს. არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ეს იქნება ხალხის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ყველა ჯგუფის გაერთიანება, რომ ეს რუსული რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყანას. როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს.ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო. არა წარსული, არამედ აწმყო და მომავალი. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, კონსოლიდაციას, რათა მომავალში უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი ამოცანა.დღეს განვსაზღვრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფები, რეგიონული და საარჩევნო ჯგუფების შემადგენლობა. ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან”,- აღნიშნავს ბეჟაშვილი.გარდა ამისა, ლევან ბეჟაშვილი აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა.„მერწმუნეთ, ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩამოთვლილია, არ უზრუნველყოფს და არ ადასტურებს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამაზე დიდი ილუზია ნუ ექნება „ქართულ ოცნებას“. ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რასაც ყოველთვის იღებდნენ, მათ უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების განმტკიცება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. ამ გზავნილს ისინი აუცილებლად მიიღებენ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა.სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტა „დაფიქსირდა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გავლით და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალ მდგომარეობაში“.„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმებს, ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს

ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს. ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ამის ნაცვლად, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო ძლიერების ნამდვილი ღირებულება ბრძოლის ველზე კი არა, ომის პრევენციაშია.„ყველა მხარე უნდა იცავდეს გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს და თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან. ეს ასევე ემსახურება ყველა მხარის, მათ შორის ისრაელის ფუნდამენტურ ინტერესებს. წლების განმავლობაში ჩინეთი ერთგული იყო ირანის ბირთვული საკითხის პოლიტიკური მოგვარების წინსვლის მიმართ. ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, რაც ასევე ითვალისწინებდა ისრაელის უსაფრთხოების საკითხებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სამხედრო დარტყმებმა შეაფერხა“, – განაცხადა ვან იმ.ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და უკონტროლო გამწვავება.

პედრო სანჩესი – რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა წარსულის შეცდომებს, არა – ომს

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.მისი თქმით, მაშინ ევროპის პასუხი უნდა ყოფილიყო ახლანდელი პასუხი: არა საერთასორისო სამართლის დარღვევებს, ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გავაჭრათ.„მსოფლიო, ევროპა და ესპანეთი აქამდეც აღმოჩენილან კრიტიკული მომენტის წინაშე. რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა. მაშინ ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენი ახლანდელი პასუხი: არა საერთასორისო სამართლის დარღვევებს, არა ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გავაჭრათ, არა წარსულის შეცდომებს, არა – ომს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ბოლო სიახლეები