ხუთშაბათი, თებერვალი 27, 2025

ირაკლი კობახიძე – სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელი შრომა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ოზურგეთს.

„ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება. ანალოგიურად, ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. გრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე, მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.

„მადლობა ყველას, მაშველებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად ამ სამუშაოებში, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის სამუშაოებში, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა, დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეცნიერებმა დაუნის სინდრომის მქონე პირებში დამატებითი ქრომოსომის გაქრობის გზას მიაგნეს

დაუნის სინდრომი მაშინ ყალიბდება, როცა ადამიანს დამატებით ერთი ქრომოსომა აქვს 21-ე წყვილში და ეს 700-დან ერთ შემთხვევაში ხდება. მართალია, ამ მდგომარეობის დიაგნოზს განვითარების ადრეულ ეტაპზევე ადგენენ, მაგრამ ამჯერად მკურნალობის მეთოდი არ არსებობს… ახლა კი მეცნიერები მეტად დამაიმედებელ კვლევას გვიზიარებენ. მკვლევრები გენის რედაქტირების გზებს შეისწავლიან, რათა ტრისომიას უჯრედულ დონეზე გაუმკლავდნენ. შედეგები კი ასეთია — CRISPR-Cas9-ის გამოყენებით დაუნის სინდრომის უჯრედულ ხაზებში 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლები წარმატებით ამოიღეს და ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს — ეს რევოლუციური ნაბიჯი გვეუბნება, რომ შემდგომი განვითარებით მსგავსი მიდგომა ნეირონებსა და გლიურ უჯრედებზე შეიძლება, გამოვიყენოთ, რაც პოტენციურ მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს აღნიშნული მდგომარეობის მქონე პირთათვის.ამ ეტაპისთვის არსებული კონცეფცია მკვლევრებმა ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე გამოცადეს. კვლევაში მეცნიერებმა CRISPR-Cas9-ის გენის რედაქტირების სისტემა გამოიყენეს, რათა ტრისომია 21-იდან დამატებითი ქრომოსომა ამოეღოთ. ეს უჯრედები პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისა და კანის ფიბრობლასტებისგან შედგებოდა. მეცნიერებმა ტექნიკით დუბლირებული ქრომოსომის იდენტიფიცირება შეძლეს, რითაც უზრუნველყვეს, რომ მისი ამოღების შემდეგ, უჯრედი შეინარჩუნებდა ერთ ასლს თითოეული მშობლისგან და არა, ორ იდენტურს.უჯრედის დნმ-ის აღდგენის ბუნებრივი მექანიზმების დათრგუნვით კი დამატებითი ქრომოსომის ამოღების ეფექტურობა გაზარდეს. შედეგად, ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს და უჯრედული ფუნქციონირებაც რედაქტირებულ უჯრედებში.მართალია, კვლევა დამაიმედებელ შედეგებს გვთავაზობს, მაგრამ ჯერ არ არის მზად ცოცხალ ორგანიზმებში გამოსაცდელად. თუნდაც იმიტომ, რომ დარჩენილი ქრომოსომების შეცვლაც შეუძლია… მიუხედავად ამისა, მეცნიერების ვარაუდით, მომავალში ეს და სხვა მსგავსი კვლევები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პოტენციური მკურნალობის გზას შემოგვთავაზებს.

დონალდ ტრამპი – ევროკავშირის დაფუძნების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების გაცურება იყო

ევროკავშირის დაფუძნების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების გაცურება იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი, და მათ კარგად გაართვეს თავი ამას“,- აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოაცხადებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა ეს ევროკავშირს.ტარიფებზე საუბრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატებით სარგბელობს.„მათ მართლაც ძალიან ისარგებლეს ჩვენით. ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. იყენებენ ყველანაირ მიზეზს, თუ რატომ არ იღებენ ამას, და ჩვენ ვიღებთ მათგან ყველაფერს“, – თქვა ტრამპმა.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპის თქამით, ისინი ამას ვერ შეძლებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამერიკელებთან და ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის, რომელი, ამ პარასკევს გაიმართება.„შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდაჭერა. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის გასაღები იმისთვის, რომ რუსეთმა აღარ დაანგრიოს სხვა ხალხის ცხოვრება. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს“, – თქვა ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის შემდგომი დახმარების მნიშვნელობას, რადგან ძალა საჭიროა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.

რას ვითხოვთ ეფრემ ასურის სინანულის ლოცვით დიდმარხვაში

24 თებერვლიდან ყველიერის კვირა დაიწყო. დიდმარხვას წინ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა.ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, ცხადია, უკვე მხოლოდ რძის ნაწარმითა და კვერცხით, რადგან ხორცი უკვე აღდგომამდე აღარ იჭმევა.გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.ეფრემ ასურის ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (ანუ დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).მას სინანულის ლოცვას უწოდებენ, ამაზე მისი არსი მეტყველებს. რადგან მარხვა სინანულის მოჭარბებული განცდით უნდა დავიცვათ, ეფრემ ასურის ლოცვა დაგვეხმარება საკუთარ ცოდვებში ჩაღრმავებაში, სინანულის აღძვრაში, სულზე ზრუნვაში.ვინც სინანულშია, ის სხვას აღარ განიკითხავს. ამიტომ ითხოვს წმინდა ეფრემ ასური - „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”.***ეფრემ ასურის ლოცვაუფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ამ სინანულის ლოცვის განმარტებაეფრემ ასურის ლოცვა, სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი.პირველს მუხლში, ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა - უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეობა და ცუდად-მეტყველება:უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.მეორესა მუხლსა შინა ვევედრებით ღმერთსა, რათა, ნაცვლად ოთხთა ამათ ცოდვათა, მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული:ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ბოლოს მესამესა მუხლსა შინა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა:ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე“ - (წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - განმარტება ანუ აღხსნა ეფრემ ასურის ლოცვისა, ოთხთა მოძღვრებათა შინა,რომელნიც თქმულან ოსეთში და სვანეთში).

ტრამპი: პუტინი ძალიან ჭკვიანი და ცბიერია, მაგრამ მოუწევს დათმობაზე წასვლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის პირველი შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში ვლადიმირ პუტინზე კომენტარი გააკეთა.„ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ძალიან ცბიერი პიროვნებაა“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინს ომის დასრულების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ვიდრე ის თეთრ სახლში არ დაბრუნდა.„მე რომ არ ავერჩიეთ, ის უკრაინაში შეჭრას გააგრძელებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.კითხვაზე, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა ომის დასასრულებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:დიახ, მოუწევს. მას ეს აუცილებლად მოუწევს.

ბოლო სიახლეები