პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი, გვარამია, სამადაშვილი შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს, არქივი არ იშლება, მათ არ აქვთ შანსი, დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ ტრამპის ადმინისტრაციასთან

სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

„მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს, არჩევნების დასრულების შემდეგ. მაშინ, რეალურად, გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს. რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა სცენარი. მაშინ, მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის ოთხიდან სამი წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია, მე-4 უბრალოდ მაშინ არ არსებობდა, როგორც ოპოზიცია, ისინიც იგივეს იტყოდნენ, დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება. ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, ერთადერთი არიან, ამერიკელი კუბილიუსი, ჯო უილსონის იმედზე, ეს არის და ეს, არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე, დაესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ, რომ მე-3 და მე-4 ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხვდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. რეალურად ეს არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დანარჩენი არის შიდა სამზარეულო, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოოდ დამარცხდება „დიფ სთეითი“, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი: უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია – მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „მათ თავს დაესხა ძალა, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ძლიერია, რაც ცუდია. რუსეთის გადარწმუნება მარტივად შეიძლებოდა. ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, - დასძინა მან.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. დამაჯერებელი იყო ანდორის ნაკრების მეკარე. თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს ეროვნული გუნდი დროს მუდმივად შეტევაში ატარებდა, თუმცა გოლი ვერ გაჰქონდა, 69-ე წუთზე კი სოლე პალაუმ ანდორა დააწინაურა. მატჩის 84-ე წუთზე ბებიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ. მათი შეხვედრაც დღეს გაიმართება. რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები