პარასკევი, იანვარი 24, 2025

ირაკლი კობახიძე – როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს

იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის რეალურად განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის.

„სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი. თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ყოველგვარ კომუნიკაციაზე მიხეილ სააკაშვილთან. რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხმები მის ანგარიშზე შვეიცარულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი. ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. თქვენ იცით, რომ 2011 წელს ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად, ყველაფერი გვერდზე გადადო იმის გამო, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და ასე იყო ეს 2022 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, იყო სერიოზული შანტაჟი, არცერთ ეტაპზე არც კი უფიქრია ვინმეს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებასთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ცალსახად, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ, რეალურად, თვითონ შვეიცარულ ბანკებს, მაგალითად Credit Suisse-ის აქციების ფასი 100-ჯერ და მეტად არის გაუფასურებული. თავის დროზე თუ იყო Credit Suisse-ის აქციის ფასი 80 ფრანკი, დღეს ერთ ფრანკს არის ბევრად ჩამოცილებული. ამითაც, რა თქმა უნდა, სარგებლობენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც იაფად ყიდულობენ შესაბამის აქციებს. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კოორდინაციის შედეგი. იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის რეალურად განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება უკვე შვეიცარული ბანკების გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მისი თავიდან მოშორება სცადეს…UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს-მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო. ლონგომ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ისაუბრა და „მანქანას“ ნამდვილი მონსტრი უწოდა. „ყველაფერს, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერაბთან დაკავშირებით ვამბობდით, ასრულდა. ამ ბიჭის თავიდან მოშორება მისთვის ურთულესი ჩხუბების მიცემით სცადეს და საბოლოოდ, მონსტრი შექმნეს. მერაბმა ყველა ტესტი გაიარა და ახლა, UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს“, - თქვა მერაბ დვალიშვილის მწვრთელმა.

ნიკოლოზ გაბელია: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „სპორტის დარბაზში იჯდა ვაშაძე და იქიდან უყურებდა ინაუგურაციას ტელევიზორში, სახლში რომ ყოფილიყო ამით რამე დაშავდებოდა? - არა. ისევ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ჩვენ ჩავედით იქ, გვეპატიჟებიანო. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი არ ჩასულა იქ, ეს ჩვეულებრივი ამბავია ხდება ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არ მიდიან იმის გამო, რომ რაღაც პლუსები დაიწერონ. ამათი ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს. რასაც ტრამპი ამბობს და რა მესიჯებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმ მესიჯების საპირწონედ პირიქით ამბობდა ყველაფერს ეს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი მესიჯები იყო ოჯახური სიწმინდე, ტრადიცია, და ა.შ., ამათთვის ეს არის მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი იმარჯვებდა, იმწუთშივე გახდნენ რაღაც სხვანაირები. ეს სხვანაირი ყოფნა არ იციან როგორია, რადგან პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ იციან რა არის, არ იციან ოჯახის სიწმინდე რა არის, რადგან თავიანთ შვილებს არ ზრდიან ქართველებად“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაბელიამ.

არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები – ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს. „ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა. „ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც. „აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას. როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა.

გარდაიცვალა ცნობილი მწვრთნელი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მურთაზ მგელაძე. საქართველოს კრივის ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ მის მის ოჯახს“, - წერია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები