არავითარი ფასი არ აქვს ოპოზიციის არც პარლამენტში შესვლას და არც არშესვლას, მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პარლამენტში თუ არ შევლენ, მეტი სიმშვიდე იქნება ქვეყანაში.
„სამწუხაროდ, მგონია, რომ შევლენ, ალბათ შევლენ. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, მეტი სიმშვიდე იქნებოდა ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და ისედაც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ, შემოვიდნენ, უნდათ, ნუ შემოვლენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.