ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას

მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის შთამბეჭდავი რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორივე მხარე აქტიურად მუშაობს რეგიონში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.

„ტურიზმს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა კიდევ მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის. სასიხარულოა, რომ ჩვენი ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში. ჩვენ უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ ერთობლივ პაკეტებს და ტურებს, ამ მიმართულებითაც თანამშრომლობის გაღრმავება არის მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდას და მეტ ერთობლივ ეკონომიკურ აქტივობას. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავებისთვის. ამისთვის არის მოწოდებული მთელი ჩვენი გუნდი და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მარტში უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს

მარტში უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტს ესწრება. „ევროპა აქ არის, რათა ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინა გააძლიეროს. შემიძლია გამოვაცხადო, რომ უკრაინა 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ ტრანშს უკვე მარტში მიიღებს. როგორც პრეზიდენტმა კოშტამ განაცხადა, იმართება ევროპული საბჭოს სპეციალური სხდომა, სადაც მე წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმავს, თუ როგორ გავაფართოოთ ევროპული იარაღის წარმოება და თავდაცვითი შესაძლებლობები. ამით უკრაინაც მიიღებს სარგებელს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის ბედია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ამ დრომდე უკრაინას აღმოუჩინეს 134 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა, რაც ყველაზე დიდი დახმარებაა. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია გეგმავს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამბიციური პაკეტის წარდგენას, რომლის მიზანია უკრაინისთვის მდგრადი, დაცული და კონკურენტუნარიანი ენერგოსისტემის შექმნა. „ჩვენ მოვახდენთ უკრაინის და მოლდოვის ელექტროენერგიის ბაზრის სრულ ინტეგრირებას ჩვენს ბაზაში მომავლის წლის ბოლომდე. ჩვენ გამოვიყენებთ უკრაინის გაზის საცავების სრულ პოტენციალს, რომელთა 80% ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიახლოვესაა განლაგებული. ეს მოუტანს შემოსავალს უკრაინას. ჩვენ დავაჩქარებთ უკრაინის განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციებს. ყველა ეს ძალისხმევა შედეგად გამოიღებს უფრო მეტ ენერგოუსაფრთხოებას როგორც უკრაინისთვის, ისე ევროკავშირისთვის“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მან ასევე უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე მეტად. თუმცა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ სიძლიერით. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ თქვენს ეკონომიკას; სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით ენერგომომარაგების მედეგობას; სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას. და დღეს ჩვენ ვიღებთ სანქციების მე-16 პაკეტს. ჩვენ გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ის არ აჩვენებს ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ნამდვილს სურვილს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ვალდებულებების შესრულებაზე

დღევანდელ დღეს, ზუსტად სამი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ეს ომი დღემდე გრძელდება და მას თანახლავს უდიდესი ადამიანური ტანჯვა და საერთაშორისო სამართლის მძიმედარღვევები, ეს ომი ნათლად აჩვენებს ადამიანის უფლებების დაცვაზე შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველ ზეგავლენას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის ასევე კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა. „ვიდრე მიმდინარე საკითხებს შევეხები, ნება მომეცით, გავიხსენო კიდევ ერთი თარიღი, 25 თებერვალი, 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელმაც შვიდი ათეული წლით შეაჩერა ჩვენიქვეყნის დემოკრატიულიგანვითარება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. ჩვენი უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვითარებისთვის მშვიდობასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საბჭოსთვის კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა. ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, წამება და მკვლელობა, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უკანონო ოკუპაციის თანმდევი ატრიბუტებია, რომლებიც თავის მხრივ, იწვევს საზოგადოების გახლეჩვას და ადამიანებს უმძიმეს ჰუმანიტარულ პირობებში აყენებს. რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ორივე რეგიონში ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების მიმდინარე დარღვევაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია სამართლებრივი ძალა, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) ყოველწლიური რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ კვლავ განიხილავს ადგილზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას და არაერთხელ მოითხოვს ორივე ოკუპირებულ რეგიონთან ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელ და დაუყოვნებლივ წვდომას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წელს სექტემბერში, საქართველო კვლავ წარადგენს რეზოლუციას და ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. თქვენო აღმატებულებებო, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლება დემოკრატიული მმართველობის არსებითი ელემენტია. 2024 წელი რეკორდული საარჩევნო წელი აღმოჩნდა გლობალურად: საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩევლები, 60-ზე მეტ ქვეყანაში მივიდნენ. გასული წლის 26 ოქტომბერს, უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ აკეთებდა თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს საქართველოს ორი მილიონი მოქალაქე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ამასთან, სესიაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და აქტიური ჩართულობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან. „საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჟღერდებასპეკულაციები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. უნდა შეწყდეს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციების გამოყენება და ხალხის დემოკრატიული არჩევანის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. ძვირფასო კოლეგებო, მჯერა, რომ მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას შეუძლია უფრო საიმედოდ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ნება მომეცით, მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო: 2012 წლიდან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა: 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3045 საჩივარი და 2024 წლის ივლისის მდგომარეობით – 175 საჩივარი მნიშვნელოვან შედეგის დასტურს წარმოადგენს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ შეიქმნა პოზიტიური რეპუტაცია სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. 104 საქმიდან 86 დაიხურა 2013 წლიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს ინკლუზიური ეკონომიკის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამუშაო ადგილების შექმნის, დასაქმებისა და სოციალური ექსკლუზიის შემცირების თვალსაზრისით, გადაუდებელი სოციალური პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო კვლავ მხარს უჭერს საბჭოს მანდატის ეფექტიან განხორციელებას და თავის როლს ასრულებს ქალებისა და გოგონების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებათა ხელშეწყობის კუთხით, ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წინაშე ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ახალი ინიციატივა, შესწავლილ იქნას ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) ფაკულტატიური ოქმის შემუშავები სშესაძლებლობა უფასო განათლების უფლების გაძლიერების მიზნით. საქართველო შესაბამისი სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ რეზოლუციის თანასპონსორობით გამოხატავს მხარდაჭერას. დასასრულს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) და აქტიური ჩართულობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე – საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა

2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის. „საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი – 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა, წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება მშვიდობა ისე დამყარდეს, მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და ისევ „დიფ სთეითის“ მსახურებაში იყვნენ

საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე იმ ტურბულენტობას გადარჩეს, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ გამოიწვია. ამის ერთადერთი გზა მშვიდობის დამყარებაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ის რესურსი, რაც ამერიკას გააჩნია, საქართველოს არ გააჩნია, რომ პროცესი შეაჩეროს. „რასაკვირველია, ამ პროცესს ევროკავშირის ქვეყნებიც აჰყვებიან და დიდი კოალიცია იქნება, რომელიც ომს დაუპირისპირდება. ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ თუ საქართველოს თავისი ინტერესი აქვს, თურმე ეს გასაკვირი ყოფილა უსამშობლო ადამიანებისთვის. ჩვენი ინტერესია, უკრაინაში ომი შეჩერდეს. ამერიკა ასეთ რეზოლუციას ამ ფორმულირებებით თვლის საჭიროდ და რუსეთი რომ აგრესორია, ეს ყველასთვის ცნობილია – დღესაც პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. ოპოზიციაში ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება მშვიდობა ისე დამყარდეს, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და ისევ „დიფ სთეითის“ მსახურებაში იყვნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი ტყვეები

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთისაგან სამშვიდობო სიგნალი შეიძლება გახდეს ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება. ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა მზადაა ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველაზე“. „ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს. საჭიროა სიტუაციები, რომლებიც ომის დასრულებაზე მეტყველებენ. რეალური სიტუაცია. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ტყვეების გათავისუფლება, ათასობით ადამიანის, რომლებსაც რუსეთში აკავებენ. მათი ნაწილი არა მხოლოდ 2022 წლიდან, არამედ გაცილებით ადრე, 2014 წლიდან დააკავეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელები. უკრაინა მზადაა ყველას ყველაზე გაცვლისთვის და ეს სამართლიანი ვარიანტია“, – განაცხადა ზელენსკიმ. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპასთან ერთად. „რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი, შესაბამისად, მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი, არ შეიძლება, განისაზღვროს ევროპის გარეშე. უკრაინა, ევროპა ამერიკასთან ერთად უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის პირისპირ, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ იყოს ჩანაცვლებული დაპირებებით ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან დაზავების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თუ არ მიიღებენ, უკრაინა პარტნიორებთან ერთად იძულებული იქნება, „ააშენოს ნატო ქვეყნის შიგნით“.

ბოლო სიახლეები