კვირა, აპრილი 5, 2026

ირაკლი კობახიძე – მკაფიო ამოაცანა გვაქვს, რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოაცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის.

„ციფრები ტრადიციულად ოპოზიციას არ მოსწონს, ამ დროს ციფრებში არის გამოხატული სინამდვილე. ციფრები აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს. მე მოვიტანე აქ ის ციფრები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით უარყოფით სინამდვილეზე მიანიშნებს, მაგრამ არის ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა მიგრაციასთან დაკავშირებით, არაბიზაციასთან დაკავშირებით, იყო თავიდან ბოლომდე სპეკულაციები და არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ციფრები ადასტურებს ამას. როგორც ციფრები ადასტურებს იმას, რომ შობადობის კუთხით გვაქვს მძიმე ტენდენციები, ასევე ციფრები ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე არაა, როგორც რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერზე საუბრობდა. ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის და ამიტომ ვისაუბრე ფართოდ შესაბამის მონაცემებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მართვის უუნარობას და პასუხისმგებლობის არიდებას, ჩვენ ზუსტად ჩვენი მხრიდან ვაინიცირებთ შესაბამის საკითხებს, ოპოზიციის მხრიდან ინიციატივებიც არ მოდის, ვგულისხმობ რადიკალურ ნაწილს პარლამენტის შიგნით, თუ პარლამენტის გარეთ. არავითარი ინიციატივები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ რაიმე არის ფორმალურად ინიციატივა, არაფერს არ აქვს რეალურად არგუმენტირებული საფუძველი. ჩვენ გამოვდივართ ისევ ინიციატივებით და ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა უკავშირდებოდა სწორედ მიგრაციის საკითხებს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღებისათვის. კანონი არის საფუძველი სწორი პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ უკვე ყველამ ერთად მივიღეთ შესაბამისი ზომები, რაც ქმნის საფუძველს საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ პროაქტიულად ჩვენს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გამოვდივართ კონკრეტული ამოცანით, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია და როგორც უკვე ითქვა, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა. ამას ემატება სხვა ზომები, როგორიც არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ა.შ. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე დანიელი – დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ, ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, გვინდა, მისი გზა გავაგრძელოთ, გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად

პატრიარქმა გაგვიკვალა გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტებისკენ. რომ გავყვეთ გზას, რომელსაც სამეუფო გზა ეწოდება, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. სინოდის ამჟამინდელი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს სინოდი – ის იქნება ღვთის რჩეული და მას ყველანი უნდა მივესალმოთ, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, სინოდის არცერთი წევრი არ ეძებს საკუთარ ინტერესს, არამედ ვეძებს ღვთის ნებას.„გაგვიხარდება ნებისმიერი პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, სინოდში ნებისმიერი პიროვნება დღეს არის მზად, გააგრძელოს პატრიარქის გზა. მთელი სინოდი ვართ ერთსულოვანი. არ იყო საკითხი, სადაც რაიმე გართულება გვქონდა. განსხვავებული აზრი როცა არის და ამის გამო არ არის უხერხულობა, ეს არის მაღალი დონე, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გამარჯვება ადამიანურ, სუბიექტურ განწყობაზე, რომელიც ადვილი დასაძლევი არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ერთსულოვნება. შეიძლება, ზოგჯერ მოსაზრების გამოთქმისას ემოციური ვყოფილიყავით, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენი სურვილია, ჩვენი განცდები მივწვდეთ ღვთის ნებას, როგორც ეს გვესახება. ყველაფერი იქნება სულიწმიდის კარნახით, ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.მიტროპოლიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სუბიექტური აზრები არ იყოს კატეგორიული.„ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს შეხედულება, მაგრამ არა კატეგორიული. ერთი შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილმა, მეორე შეხედულების მქონე საზოგადოების მიმართ არ უნდა გამოთქვას უნდობლობა, არ უნდა გამოხატოს ეჭვი, რომ ეს არის ადამიანი და ჩემი არის ღვთაებრივი. ეს ნიშნავს გარკვეულ უხერხულობაში, დაპირისპირებაში შესვლას. უხილავი ძალა ცდილობს, ეს მოხდეს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სინოდში ეს დაცულია, მაგრამ ერიც მოქმედებს, ერის მდგომარეობას შეუძლია, დაგვეხმაროს ან პირიქით, დაამძიმოს. ჩვენი თხოვნაა ერისადმ: გავერთიანდეთ ლოცვაში, ურთიერთ პატივისცემაში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, გვწამდეს, ეს არის სულიწმიდის კარნახი. ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, ყველანი მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა. ასე უნდა იყოს როგორც სასულიერო, ასე საერო დასი. ეს არის ჩვენი თხოვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ზღვარს, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ არსებობს ეკლესიის გამგეობის დებულება და სინოდი მოქმედებს ამ დებულების საფუძველზე და გაფართოებული კრებისთვის ემზადება.„ყოველ ეტაპზე ეკლესიას შეუძლია, განავითაროს მართვა-გამგეობის დებულება, რაღაც სიახლე შეიტანოს, კორექტირება გააკეთოს. ამის სურვილი შეიძლება, ყველა წევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მოწვეული. ამიტომ აქ ცვლილებები არ მოხდება, რაც წესია ის არის, უბრალოდ წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. პრობლემა არ იქნება, სინოდი რასაც გადაწყვეტს. ჩვენ არ ავჩქარდით, გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და შემდეგ სინოდზე, რომელიც გაიმართება, საბოლოოდ შევჯერდებით ყველა საკითხზე, მათ შორის ასაკზე. შეიძლება ერთი და იგივე დებულება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად. სწორედ აქ არის ჩვენი რწმენა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს, რა არის ღმერთის ნება, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა განვმარტოთ და უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ეს იქნება ღვთის ნება“, – გნაცხადა მეუფე დანიელმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.პრემიერის შეფასებით, გამოწვევები არის ძალიან ბევრი, კომპლექსური და ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა.„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც გვაქვს შემუშავებული და მზად ვართ, რომ ფართო ჩართულობით დავამუშაოთ საბოლოოდ ეს გეგმა. ეს არის აუცილებელი, რათა ეს კომპლექსური ვითარება შეიცვალოს დადებითი  მიმართულებით. ძალიან ფართო სპექტრია პრობლემების.ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ფართო ჩართულობა, როგორც ექსპერტული, ისე არაექსპერტული და ამისთვისაც ვართ მზად.ვფიქრობ, ალბათ, ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, სისტემის სწორად განვითარება. ვჯერდებით ასევე იმაზე, რომ ამას სჭირდება სათანადოდ აღსრულება, ამას სჭირდება ექსპერტული ჩართულობა, გეგმაზომიერი მუშაობა. ამისთვის ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოებას დავპირდეთ, რომ ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად სერიოზული. რა სერიოზულობაც ვაჩვენეთ გასული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში, გეგმაზომიერების კუთხით და ა.შ. ასეთივე მიდგომით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ექსპერტებისთვის, ექსპერტული ჩართულობისთვის. ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მადლობა ასეთი ინიციატივისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი-ირანის ელჩი

,,ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი. აშშ-ისა და ისრაელის აგრესიული თავდასხმები პეტროქიმიურ მრეწველობასა და ბუშეჰრის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ყველა წითელი ხაზის, ჰუმანისტური პრინციპებისა და თვით სტრატეგიული რაციონალურობის აშკარა დარღვევას. ეს კატასტროფა კონკრეტულად ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება. ამ გზამ შესაძლოა სპარსეთის ყურე გადააქციოს ქიმიური და ბირთვული კრიზისის ეპიცენტრად. ეს კრიზისი მილიონობით ადამიანს, ცოცხალ არსებასა და რეგიონის გარემოს ათწლეულების განმავლობაში განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებს. მსოფლიომ არ უნდა მოიტყუოს თავი: ამ ქმედებების შედეგები გასცდება ირანის საზღვრებს. მსურს განვაცხადო: ეს არ არის „მუქარა“, ეს არის სერიოზული გაფრთხილება, რომლის შედეგებიც კაცობრიობის მომავალს ემუქრება. სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს, რომ ამერიკას მათი სამხედრო ბაზები გამოეყენებინა და ისრაელთან ე.წ. აბრაამის შეთანხმებას დაჰყაბულდნენ, დღეს თავად გადაიქცნენ მთავარ მსხვერპლად. ის, ვინც ცეცხლში გაიარა, გახლდათ აბრაამი, უფლის წინასწარმეტყველი, ხოლო აბრაამის სახელით ცეცხლის დამნთები არის სიონიზმი. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ Randy George, აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს — რადგან მას არ სურდა, რომ მის სამხედრო კარიერაში სტრატეგიული უგუნურება ჩაწერილიყო. ეს არის გაფრთხილება: დღევანდელობისთვის და მომავალი ათწლეულებისთვის''-წერს ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი

ლოცვა, რომელიც მრევლმა 4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით უნდა წაიკითხოს

4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით, ღირს არსის ნაცვლად, ეს ლოცვა იკითხება:ბზობის კვირას წასაკითხი.ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

სომხეთის პარლამენტის სპიკერი – რუსეთი გაზის საფასურს თუ გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის.„ისინი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სომხეთიც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს“, – განაცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა“, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა“.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია,“ — განაცხადა პუტინმა.სომხეთმა 2024 წლიდან შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და აღარ იხდის შენატანებს ამ ორგანიზაციაში, თუმცა ფორმალურად ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გამოსულა.

ბოლო სიახლეები