შაბათი, მაისი 31, 2025

ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, რომ ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი მინისტრი წარადგინა.

პრემიერის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში.

„დღეს ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგვმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, ყველა, მათ შორის მეც, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი საქმე, დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგვმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, თუმცა ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ასევე ცალკე მინდა, აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის განსაკუთრებული კაცი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. ის არის ჩვენი მეგობარი და წარმატებები მას ყველაფერში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გავავრცელოთ-ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს

ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ბავშვი არის დაკარგული,იყო მაგნიტის მაღაზიასთან და თანამშრომლებმა აიყვანეს პოლიციაში,მიაკითხეთ გთხოვთ,იქნებ ვინმეს გეცნობათ“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

წყალდიდობა ნიგერიაში – დაღუპულია 151 ადამიანი

ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა.ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის ცენტრალურ შტატში, ნიგერში მდებარე ქალაქი მოკვა დაიტბორა.წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ხოლო 3000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

„ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკულ წინადადებას დათანხმდა

პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა.ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასი“ ავრცელებს.როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეთავაზებული წინადადება ითვალისწინებს, ისრაელისთვის 10 ცოცხალი მძევლის და 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედრის გადაცემას.ისრაელმა კი სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

„გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული”, – სანიოლი კვარაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან."კვარაცხელიას ვუსურვებ, რომ ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგოს. პსჟ-ს და კვარას ვუგულშემატკივრებ და იმედია, ნაკრების გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.კვარა ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია. სხვებისთვის მოტივაციაა, რომ მათაც ასეთი კარიერა ჰქონდეთ.", - განაცხადა სანიოლმა.შეგახსენებთ, რომ 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ფარერების და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე – ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.„ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.ცნობისთვის, დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ „საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“.„მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები