ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

ირაკლი კობახიძე – მითს არაბიზაციის თაობაზე საფუძველი არ აქვს – ასევე, სპეკულირებდნენ, რატომ არის კონტრაქტი გრიფის ქვეშ – იმავეს ითხოვდა ხაზარაძის კომპანიაც, იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების, ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში, რატომ დამალა?

მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა

სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა პროექტის ეკონომიკური ეფექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ეს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს არ იწვევს.

„ამ წლების განმავლობაში, საშუალოდ 15 000 ბინა იყიდებოდა წლის განმავლობაში უცხოელებზე, ანუ ქართველები ყიდულობდნენ დაახლოებით 75 000 ბინას წლის განმავლობაში და უცხოელები – 15 000 ბინას. ამას არ გამოუწვევია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბინები იყიდება უცხოელების საინვესტიციო მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არ იწვევს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს. თავისი ვარაუდი გამოთქვა Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა, რომ ის ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე. როცა ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა ეკონომიკური ეფექტი. კერძოდ, იგულისხმება რა, რომ როცა 60% უცხოელები ყიდულობენ ბინებს, ეს ნიშნავს, რომ გარედან ქვეყანაში შემოდის დამატებითი რესურსი, დამატებითი ფული და შესაბამისად, დამატებითი წვლილი ეკონომიკაში. ამ კუთხით მან პოზიტიურად წარმოაჩინა თავისი გადმოსახედიდან ეს პროექტი. თუმცა, ჩვენი მოლოდინი არის განსხვავებული, იმიტომ, რომ აქ საუბარია რაზე – მთლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16 000 ბინა, საიდანაც დაახლოებით 7 000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. 7 000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75 000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად, ამის 10%-ია, წარმოიდგინეთ, როგორი თანაფარდობაა. ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეტს იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეტს, ბევრად მეტს 50%-ზე”,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „იგლ ჰილსის” პროექტი არის უპრეცედენტო მასშტაბის.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. მე განვმარტე, დაახლოებით, რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, მერე, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის” პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე უპრეცედენტო ინვესტიციას ეხება.

მისივე თქმით, სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ, თუმცა ეს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა”

„სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით. გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ხაზარაძემ დაიწყო ეს კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე იგივე მოთხოვნა. იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების ან ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში. რატომ დამალა? რატომ იყო გაუმჭვირვალე ეს კონტაქტი. 33% არის ჩვენი წილი. თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროებინა. მათი თანხმობით ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ ამ კომპანიას სხვა ქვეყანაში შესვლა მოუნდეს და სურდეს, რომ იქ სახელმწიფოს დაუტოვოს არა 33%, არამედ მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, თითქოს ეს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობას – არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში”, – განაცხადა პრემიერმა POSTV-ის ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო” – ლეგენდარული დენი დევიტო,რომელმაც კარიერა სტილისტად მუშაობით დაიწყო

ეს დენი დევიტოს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.  ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სისუსტე სიძლიერად აქცია და უამრავ ადამიანს დაკარგული რწმენა დაუბრუნა.დენიელ მაიკლ დევიტოს გზა ნიუ ჯერსიდან იწყება.  დევიტო მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით დაიბადა. ეს პათოლოგიაა, რომლის დროსაც სახსრისა და მისი  შემადგენელი ელემენტების განვითარება სათანადოდ ვერ ხდება. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 52 სანტიმეტრია.  განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისნაირები წარმატებას ვერასდროს აღწევდნენ.  იტალიურ-ალბანური წარმომავლობის ოჯახში გაზრდილი პატარა ბიჭუნა მაშინ  ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ცნობილი მსახიობი გახდებოდა - მის სახელს კი მსოფლიო ბევრჯერ გაიგონებდა.სკოლის დამთავრების შემდეგ,  ის დის სალონში, სტილისტად მუშაობდა. როგორც მსახიობმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, ეს საქმე ძალიან ართობდა - დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს უსმენდა, მათ ისტორიებს განიცდიდა და არც თანაგრძნობის გამოხატვა ავიწყდებოდა. დევიტოს თქმით, ეს გამოცდილება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოადგა.  სტილისტად მუშაობის პარალელურად, დევიტომ გადაწყვიტა მაკიაჟის ტექნიკას დაუფლებოდა, რათა უფრო მეტი შემოსავალი ჰქონოდა. ჟურნალ-გაზეთებში საჭირო ინფორმაციის ძებნის დროს კი ერთ-ერთ განცხადებას გადააწყდა - დრამატული ხელოვნების აკადემია სტუდენტებს იწვევდა.მონდომებული ახალგაზრდა აკადემიაში მალევე მიიღეს - ასე აღმოჩნდა თეატრის სცენაზე. შემდეგ ეკრანზეც  გადაინაცვლა - თავიდან პატარა როლებით დაიწყო.  მოგვიანებით კი, ერთ-ერთ სანაპიროზე სეირნობისას, მაიკლ დუგლასი გაიცნო. მაშინ დუგლასი ფილმის, სახელწოდებით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ პროდიუსერი იყო. აღმოჩნდა, რომ მაიკლს ის ამავე ნაწარმოების სასცენო დადგმაში უკვე ნანახი ჰყავდა.მის მიერ განსახიერებული მარტინის პერსონაჟი კი ძალიან მოსწონდა. ამიტომ, დუგლასმა დენის შესთავაზა, მარტინის როლი ფილმშიც ეთამაშა...  შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა, სწორედ ამ დროს გაიცნო ჯეკ ნიკოლსონიც, რომელიც დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია..  კინოსურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად - დევიტო კი ჰოლივუდის წამყვანმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს.შემდეგ იყო ფილმები - „ქვის რომანი“. „ტყუპები“, სადაც მან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად ითამაშა და იყო კინოსურათი, სახელწოდებით  „ტაქსი“, რომელმაც დევიტოს ოქროს გლობუსი და სატელევიზიო ჯილდო „ემი მოუტანა“.1991 წელს დევიტომ კომპანია „ჯერსი ფილმსი“ დააარსა, რომელმაც ისეთი საკულტო ფილმები გადაიღო, როგორებიც  „Reality Bites“ და „Pulp Fiction“ არიან.კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს დენი დევიტოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.დევიტოს ცხოვრების თანამგზავრი მსახიობი, რეა პერლმანია, რომელსაც პირველად ჯერ კიდევ 1971 წელს შეხვდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს:„ჩემს ცოლს ხშირად ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?  ბევრჯერ ეცადნენ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ვერცერთხელ ვერ გატეხეს“დღეს დენი დევიტო 81 წლისაა. ტკბება ცხოვრებით, ოჯახითა და  საყვარელი საქმით..  განსხვავებულობა, რომლის გამოც  ბავშვობაში თავს ხშირად დაბლა ხრიდა,  ახლა მისი სავიზიტო ბარათი და წარმატების მთავარი გასაღებია.. ის არის კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრებით სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა - რომ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ჯერ საკუთარი თავის თავად უნდა დაიჯეროთ... 

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს. სააგენტოს განმარტებით, ფაქტი რამდენიმე შესაბამის უწყებაში დაუდასტურეს.ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც.სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება, ის ასევე არის ჩვენი საკუთარი ინტერესიც“.„ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რათა რუსული გაყინული აქტივებიდან გამოვიყენოთ თანხა უკრაინის რეპარაციული სესხისთვის“, – ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების ერთობლივ წერილში.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება. როგორც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ახალი განყოფილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სტრუქტურას დაემატება და მისი მიზანი რუსეთის გავლენასთან ბრძოლა იქნება.აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ მიხედვით, კონგრესი დაავალდებულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შექმნას განყოფილება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გავლენას სხვა სუვერენულ ქვეყნებზე და რუსეთის სხვა „მავნებლურ ქმედებებს „იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან აშშ-ის მოკავშირეები ან პარტნიორები“.საუბარია ქმედებებზე, რომლებიც „ეხება, ემუქრება ან ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს“.პროექტის მიხედვით, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ომის მდივანი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი რეგულარულად გააგზავნიან კონგრესში ანგარიშს „რუსეთის და ჩინეთის მავნებლური ოპერაციებისა და კამპანიების შესახებ, რომლებსაც ისინი აწარმოებენ ბალკანეთის ქვეყნებში“.ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა შევიდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა უკვე შეათანხმეს და ის უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

გურამ მაჭარაშვილი – საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის დოკუმენტზე, რომ საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიისა და ნიდერლანდების შემდეგ.„გავიხსენოთ, ერთი-ორი წლის წინ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, რა დავა იყო ატეხილი. დღეს კი ეს შედეგი გვაქვს, მათ შორის მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება დეოლოგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანა გადის პირველ სამეულში პოზიტიური თვალსაზრისით. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, მუშაობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის ეს პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები