სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით

კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო აქტიურად არის ჩართული მისი პირველი ფაზის განხორციელებაში.

„შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, აქტიურად ვართ ჩართული აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში. წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი: ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე, თანადგომას ძალიან ვაფასებ

ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, გამარჯვება გარდაუვალია.„ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე. მათ თანადგომას ძალიან ვაფასებ. ასევე, დიდი მადლობა საერთოდ ყველას, ვინც გამოდის. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. სიყვარულით, მიშა“, – წერს სააკაშვილი.

კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან და უნგრეთში საქართველოს ელჩ ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად დაესწრო.როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.„მივესალმები ბატონ პიტერ სიიარტოს, რომლის მოწვევითაც მაქვს პატივი, დავესწრო ამ ღონისძიებას. მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების დიდი მეგობრობა, საერთო ბრძოლა სიმართლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ასევე ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარული. სწორედ ამის გამო ვართ დღეს აქ. სასიხარულოა, რომ ვხსნით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლს. მე, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის. იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრულ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრელი გულშემატკივრის გულში. გილოცავთ ძეგლის გახსნას, უნგრულ ფეხბურთს კი ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა უნგრული ფეხბურთის ისტორიაში იოზეფ ბოჟიკის როლს და მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.„სასიხარულოა, რომ იხსნება ჩვენი დიდი სპორტსმენის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, განსაკუთრებით თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ცნობილი ფეხბურთელი და ორგზის ჩემპიონია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ფეხბურთის აკადემიაც დაათვალიერა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  

დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა.იერუსალიმის პატრიარქმა მინისტრ დავით სონღულაშვილს საპატრიარქოს სიწმინდეები დაათვალიერებინა.მინისტრმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრის დასასრულს, იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს დელეგაციის წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე – სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება

სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი წესი შემუშავდება.„შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი კობახიძე – თავისთავად ფაქტი, რომ „ბიბისი“ ეყრდნობა ჩახუნაშვილის დასკვნას, უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე

„ბიბისი“, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.„ბიბისი“, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სისულელეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, „ბიბისის“ ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, „ბიბისი“, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით, მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს „ბიბისიმ“, რაც არის სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც „ბიბისი“ კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა „ბიბისი“, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. ასეთ ადამიანებს როდესაც ეყრდნობა „ბიბისი“, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. დანარჩენზე არ ღირს კომენტარის გაკეთება. პირველ რიგში, ეს ნივთიერებები შეძენილია 2009 წელს. რაც შეეხება დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შს სამინისტრო დეტალურად გეტყვით, რა ტყუილი გაავრცელა „ბიბისიმ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.„გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები