პარასკევი, მაისი 2, 2025

ირაკლი კობახიძე – მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის მაჩვენებელია 9,3%, პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის.

„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მექსიკის პრეზიდენტი – ძალიან კარგი დიალოგი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი“ დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით .„ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში. აშშ-ის მთავრობა ძალიან დაინტერესებულია მექსიკასთან დეფიციტის შემცირებით. უკვე დიდი ხანია, ვთავაზობთ გზებს, რომლითაც გვექნება კიდევ უფრო მეტი ვაჭრობა, ვიდრე ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა შაინბაუმმა.მექსიკის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განაგრძობენ მუშაობას სავაჭრო ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება-დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყნის ტრაგედია ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია“.დღეს ზუსტად ის გვაქვს, რასაც ივანიშვილი საკუთარ გამოსვლებში ებრძოდა, ხოლო არაფერი გვაქვს იქიდან, რასაც ის ხალხს ჰპირდებოდა. მან პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება, რადგან მისი მომხრეები ახლა ყველაზე უფრო მეტად უღირს მდგომარეობაში არიან, რადგან ხედავენ ამ კადრებს და ერთმა ვერ ამოიღო ხმა. ერთმა ვერ გაბედა, ეთქვა, რა ნახა აქციაზე ძალადობის კადრებში. მთელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ბოლო ათწლეულების, ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია, ანუ ადამიანებად, რომლებსაც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების სურვილი არ უჩნდებათ და თვლიან, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხელისუფლებას ხომ ყველაფერი ეპატიება, ის ძალაა და ვინც საცემია, იმას სცემს, თუ მოსაკლავია, მოკლავს კიდევაც-აი, ამ ტიპის ზნეობრივ სტანდარტებამდე რომ დაიყვანა ადამიანი, ესაა საშინელება,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ - ლევან ხაბეიშვილი

დონალდ ტრამპი – მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც. დროებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები