ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია რეალურია და წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.

„ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“.

რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინივიატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო ძალიან დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე ჩვენ გვქონდა ფინანსურ მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, რა დამატებითი სამხედრო ნაბიჯებია საჭირო, რათა ირანთან ომი დასრულდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ საჭიროა იგივე მოქმედებების გაგრძელება.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისივე თქმით, აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს მიზანში ამოღებული გარკვეული ობიექტები, თუმცა მათი განადგურება სწრაფად არის შესაძლებელი.„ჩვენ გარკვეულ ობიექტებს ჯერჯერობით არ ვეხებით, თუმცა თუ ამას გავაკეთებთ, შეგვიძლია უკვე დღესვე, ფაქტობრივად, ერთ საათში. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ქვეყანა თავიდან აღადგინონ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმაა.„ჩვენ მათ იმაზე ძლიერად დავარტყით, ვიდრე ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანას დაურტყამს და ჯერ ეს დასრულებული არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის საელჩომ მონარქისტთა აქცია არ დაუშვა – უსაფრთხოების შიში თუ პოლიტიკური დისტანცია-ირანის ელჩის  ალი მოჯანის განმარტება

,,ამერიკის საელჩომ მონარქისტებს, რომლებიც, ირანზე თავდასხმის გამო ტრამპისადმი მადლიერების გამოსახატად, საელჩოსთან შეკრებას აპირებდნენ, ამის ნება არ დართო. ეს ფაქტი სავარაუდოდ ორ რამეზე მეტყველებს:ან ვაშინგტონს არაფრად უღირს საკუთარი მიწა-წყლისა და სამშობლოს მოღალატეთა ეს ჯგუფი,ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმდენად ღელავენ, რომ მათ მიერ დაქირავებულთა შეკრებასაც კი უფრთხიან-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა. მაკრონის თქმით, აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი კვლავ ფუნქციონირებდეს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ „ნავიგაციის თავისუფლება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ყველა სახელმწიფოსთვის“, რადგან რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ერთ-ერთ მთავარ საზღვაო სატრანზიტო გზაზე მოძრაობა პრაქტიკულად შეაჩერა. მაკრონის თქმით, ასევე აუცილებელია მესამე მხარეებთან თანამშრომლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვები.

ილჰამ ალიევი – ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა გაგრძელდება

ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნები, უკვე შვიდი თვეა, მშვიდობიანად ცხოვრობენ.„დამოუკიდებლობა 1991 წელს იქნა მიღწეული და მხოლოდ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში იყო მშვიდობიანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა და სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ნავთობპროდუქტების მიწოდება. ეს კიდევ ერთხელ ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ორივე მხარის განზრახვის, ააშენონ ჯანსაღი ურთიერთობები და დარჩნენ მშვიდობის ერთგული. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვაა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ

ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან „პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსს“ განუცხადა. „როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში.“, – აღნიშნა ტრამპმა. „აქსიოსის“ თანახმად, აშშ-მა მიიღო სადაზვერო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა დაიწყო ნაღმების დადება ჰორმუზის სრუტეში – ნავთობით მომარაგების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში. ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია, რამდენი ნაღმი განათავსა ირანმა, თუმცა, არსებული შეფასებით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ტრამპმა „აქსიოსს“ დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნაღმის დამდები 16 ნავი გაანადგურა და ირანის გეგმები ჩაშალა

ბოლო სიახლეები