შაბათი, მაისი 17, 2025

ირაკლი კობახიძე – თუ არ ვცდები, სამი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ბუნებრივია, ამაზე გვექნება რეაქცია

დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. თუ არ ვცდები, სამი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

კერძოდ, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, „ვნახეთ კადრები, როგორ ესაუბრება საქართველოში გერმანიის ელჩი ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა კითხვებზე პასუხს არ სცემს არცერთი მათგანი, როცა გვაინტერესებს, რა არის მათი საუბრების თემა. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს დიპლომატის ასეთ აქტიურობას და აქტივისტებთან ასეთ შეხვედრას?“.

„ერთმანეთში რასაც განიხილავენ, ბუნებრივია, იმ თემებზე გაუჭირდებათ საჯაროდ საუბარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, მით უმეტეს, ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, თუ არ ვცდები, სამი ქვეყნის ელჩი, ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. რა თქმა უნდა, ესეც არის როგორც ვენის კონვენციის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. ელჩს ჩარევის უფლება არ აქვს არც შიდა პოლიტიკურ საკითხებში, მით უმეტეს, უფლება არ აქვს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რას გულისხმობდა პრემიერი რეაქციაში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში ამაში გულისხმობს საჯარო განცხადებებს.

„პირველ რიგში, ვგულისხმობ საჯარო განცხადებებს და შეფასებას იმისას, რასაც კონკრეტული ადამიანები აკეთებენ. ისინი არღვევენ ვენის კონვენციას, უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ, ზოგადად, სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. სხვათა შორის, ამ სამიტზე დღეს ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო უცხოური ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არჩევნებში. ჩვენ გავაცანით პარტნიორებს ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. თუ ვინმეს არ მოსწონს, მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გარე ჩარევა, იქნება ეს საარჩევნო პროცესებში თუ ზოგადად, შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენ იმავეს ვხედავთ საქართველოში, ოღონდ ევროპელი ბიუროკრატების და დიპლომატების მხრიდან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. როგორც გახსოვთ, არჩევნების წინ პირდაპირი ჩარევა იყო არჩევნებში და ახლა ვხედავთ პირდაპირ ჩარევას არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება

მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ყოველ წელს აღინიშნება.„მე მინდა, უწმინდესს და უნეტარეს პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ყოველ წელს ვზეიმობთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცოტნე ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ მშობლებს, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ტრადიციების შენარჩუნებით

ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ეგზისტენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით.ყოველთვის მქონდა ძალიან დიდი სურვილი ამ დღეზე დასწრების, სტუდენტი ვარ და სამწუხაროდ, ამ პერიოდში ძალიან დაკავებული ვარ ხოლმე. წელს განსაკუთრებით მომინდა, ჩემი თანატოლების გვერდით ვყოფილიყავი და ვეცადე, მოვსულიყავი. ყველაზე ღირებულად მიმაჩნია, ახალგაზრდებმა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრ თანატოლს ვხედავ აქ. მგონია, რომ ზუსტად ჩვენი ოჯახის სიწმინდის, სარწმუნოების შენარჩუნებით, მშობლებისადმი სიყვარულის გამოხატვით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს ნათელ მომავალზე. ამის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან.„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, თავისთავად ყველა უნდა გვიყვარდეს და დიდი პატივი ვცეთ. უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი იდენტობისთვის“, – განაცხადა ცოტე ივანიშვილმა.

საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი… – ამინდი ისევ იცვლება

17 მაისს, შაბათს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +27, +32°; მთაში +25, +30°; მაღალ მთაში +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით  ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +20, +25°; მთაში +20, +25°; მაღალ მთაში  +15, +20°.

დიმიტრი ხუნდაძე – სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა, სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, იციან, რომ „ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფოა“, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი...

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა“, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი შეუძლებელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელში წერს.მისი თქმით, ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.„დღეს სრულიად საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. გილოცავთ, ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას უმთავრესი ღირებულების ირგვლივ. სახელმწიფოს შემეცნება და აღქმა უძველესი დროიდან ქართველებში ოჯახური კულტურით ყალიბდება. ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია რწმენისა და ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა. სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფო“, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი. არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია, და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა გაიმართება.საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.მათივე ცნობით, ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში.17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.

ბოლო სიახლეები