შაბათი, მარტი 14, 2026

ირაკლი კობახიძე – თავისთავად ფაქტი, რომ „ბიბისი“ ეყრდნობა ჩახუნაშვილის დასკვნას, უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე

„ბიბისი“, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.

„ბიბისი“, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სისულელეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, „ბიბისის“ ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, „ბიბისი“, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით, მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს „ბიბისიმ“, რაც არის სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც „ბიბისი“ კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა „ბიბისი“, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. ასეთ ადამიანებს როდესაც ეყრდნობა „ბიბისი“, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. დანარჩენზე არ ღირს კომენტარის გაკეთება. პირველ რიგში, ეს ნივთიერებები შეძენილია 2009 წელს. რაც შეეხება დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შს სამინისტრო დეტალურად გეტყვით, რა ტყუილი გაავრცელა „ბიბისიმ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

„გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

42 914 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა – მთავრობის წარმომადგენელი

ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე 42 914 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.მათგან, 36 489 საცხოვრებელი შენობა იყო, 43 - სასწრაფო დახმარების ბაზა, დასძინა პრესმდივანმა. ამასთან, დაზიანებულია სულ მცირე 120 სკოლა.სამშაბათის მონაცემებით, ირანში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გაეროში ირანის ელჩმა. თუმცა, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს: სულ მცირე 1858.მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებას ოფიციალური მონაცემები ერთ კვირაზე მეტი ხანია არ განუახლებია.გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ირანში 3.2 მილიონამდე ადამიანია იძულებით გადაადგილებული. გაერომ დასძინა, რომ ყველაზე დაუცველები არიან მიგრანტი მუშები და ლტოლვილთა ოჯახები, რომლებიც რეგიონში მომხდარი სხვა ომით განადგურებული ქვეყნებიდან არიან.

ქართველი, რომელმაც ფინანსური ტექნოლოგიების იმპერია შექმნა – მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებისკენ

მიხეილ ლომთაძე 1975 წლის 17 ოქტომბერს ბათუმში დაიბადა. მისი მამა, ნუგზარ ლომთაძე, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა არმიაში მსახურობდა, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.ბიზნესმენის ბავშვობა სწორედ ასეთ გარემოში გავიდა — მუდმივი გადაადგილება და ახალ გარემოში ადაპტაცია. მოგვიანებით თავად აღნიშნავდა, რომ ეს გამოცდილება ცხოვრებაში ძალიან დაეხმარა, რადგან ცვლილებების მიმართ სწრაფად ადაპტირება ისწავლა.თანამედროვე მსოფლიოში წარმატების ისტორიები ხშირად გვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი შრომით, ხედვითა და გამბედაობით შეძლეს გლობალურ ბიზნესში ადგილის დამკვიდრება. ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე — ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და დღეს საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. განათლება და პირველი ნაბიჯები-მიხეილ ლომთაძე თბილისში დაიბადა და განათლება სწორედ აქედან დაიწყო. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ბიზნესისა და ეკონომიკისადმი ინტერესით. მან სწავლა გააგრძელა ბიზნესის სფეროში და მოგვიანებით გაიარა პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში — Harvard Business School-ში. სწორედ ამ პერიოდმა ჩამოუყალიბა მას ხედვა, რომ ტექნოლოგიები და ფინანსები მომავალში ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული და სწორედ ამ სფეროში უნდა ეძებნა ახალი შესაძლებლობები. ბიზნესის ახალი ეტაპი-2000-იან წლებში ლომთაძემ კარიერა საერთაშორისო ფინანსურ სექტორში გააგრძელა. მისი ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი გახდა ყაზახეთში საქმიანობის დაწყება. 2007 წელს პარტნიორებთან ერთად მან შეიძინა მაშინდელი Kaspi Bank — ბანკი, რომელიც იმ პერიოდში რეგიონული ფინანსური ინსტიტუტი იყო.ლომთაძის ხედვა ბევრად ფართო აღმოჩნდა. მისი მიზანი მხოლოდ ბანკის მართვა არ ყოფილა — მან გადაწყვიტა შეექმნა თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც ფინანსურ მომსახურებას, ონლაინ ვაჭრობასა და ყოველდღიურ გადახდებს ერთ სივრცეში გააერთიანებდა. ტექნოლოგიური რევოლუცია- ამ იდეის შედეგად შეიქმნა კომპანია Kaspi.kz — პლატფორმა, რომელიც დღეს ყაზახეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ციფრულ ეკოსისტემად ითვლება. Kaspi-ის აპლიკაცია მილიონობით მომხმარებელს საშუალებას აძლევს:გადაიხადოს კომუნალური გადასახადები განახორციელოს საბანკო ოპერაციები იყიდოს პროდუქცია ონლაინ მიიღოს სხვადასხვა ფინანსური მომსახურებაამ მოდელმა ბანკი ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაქმნა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია.საერთაშორისო აღიარება-კომპანიის წარმატებამ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზეც დიდი ყურადღება მიიპყრო.Kaspi.kz-ის აქციები განთავსდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ბაზარზე — London Stock Exchange-ზე, მოგვიანებით კი კომპანია წარმოდგენილი გახდა ასევე NASDAQ-ზეც.ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზება რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფი ზრდა და ინოვაციური მოდელი. ქართველი მილიარდერი მსოფლიო ბიზნესში დღეს მიხეილ ლომთაძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ბიზნესმენად მიიჩნევა. მისი სახელი ხშირად ფიგურირებს ავტორიტეტული ბიზნესგამოცემის — Forbes — მილიარდერების სიაში.თუმცა მისი წარმატების მთავარი საიდუმლო მხოლოდ ფინანსურ შედეგებში არ მდგომარეობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლომთაძის წარმატებას საფუძვლად უდევს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: გრძელვადიანი ხედვა, ტექნოლოგიებისადმი ღიაობა და მომხმარებლის საჭიროებების ღრმა გააზრება. წარმატების ისტორია, რომელიც შთაგონებას აძლევს მიხეილ ლომთაძის გზა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატება მხოლოდ დიდი რესურსებით არ იქმნება. ხშირად გადამწყვეტი ხდება იდეა, ხედვა და გამბედაობა ახალი გზების გასავლელად.ქართველი ბიზნესმენის ისტორია ბევრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა — განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საკუთარ მომავალს ბიზნესსა და ტექნოლოგიებში ხედავენ. 

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება – აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქრობ ორბანი აცხადებს.ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრელი ხალხი კვირას დაგეგმილ „მშვიდობის მარშზე“ მიიწვია.„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.მისი თქმით, „უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ“.„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, ხარგის კუნძულზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე ხარგის კუნძულზე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში  განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ნაღმებს ამონტაჟებდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაყენებას.ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

ბოლო სიახლეები