ორშაბათი, ივნისი 2, 2025

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და ეს დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე

მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა გამოუცხადეს „დიფ სთეითს“. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.

„საქართველომ როდესაც გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო, დაე, საქართველომ გადაწყვიტოს თავად ეს ყველაფერი“. ყველა ზემოთ ხსენებული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მას „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს.

მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ „დიფ სთეითს“ ბრძოლა გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი ინსტრუმენტები, როგორებიცაა USAID-ი და NED-ი, რომელთა მეშვეობითაც „დიფ სთეითი“ ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუციის მოწყობას, ორივე გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმადაა ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული ექვსი უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აგრეთვე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და ეს დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.

დასასრულ, მსურს, წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ გავლენის წინააღმდეგ, ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავისი ხალხის ნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.„„ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა ისინი იყვნენ წლების წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანის სათავეში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ანა ბუჩუკური – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ტაქტიკა გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები როგორ ისტერიას მოაწყობენ, იმედია, „ლელო“ რაციონალურ გადაწყვეტილებს მიიღებს

ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის, დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევებზე საუბრისას განაცხადა.ბუჩუკურის თქმით, იმედოვნებს „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. „ლელოს“ რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი რჩევა იქნება, „ლელოს“ ვურჩევ, რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ემოციურად. დანარჩენების პოზიციას რაც შეეხება, რაღაც ლანძღვა რომ არის გაჩაღებული, კრიტიკას ვერ დავარქმევ, ლანძღვაა დაწყებული, არცერთ ლანძღვაში, ისტერიაში არც წარსულში მიგვიღია მონაწილეობა, არც დღეს ვაპირებთ და არც მომავალში. შეუძლიათ, გააგრძელონ, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არა თავდასხმის მიზნებისთვის, არამედ ობიექტური კითხვა დავსვით იმ პოლიტიკური პარტიების მისამართით, რომლებიც უპირობოდ უცხადებენ არჩევნებს ბოიკოტს. ვკითხეთ მარტივი რამ – კი ბატონო, ბოიკოტის გამოცხადება თქვენი უფლება, თქვენი ნებაა, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს რას სთავაზობთ, რას ეუბნებით, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ? ბოიკოტი თავისი შინაარსით ქმედება კი არ არის, უმოქმედობაა, ქმედებისგან თავის შეკავება, ანუ უმოქმედობა. ის პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, არაფრის გაკეთებას ვაპირებ ან ბოიკოტს ვაპირებო, ანუ უმოქმედობაა ჩემი გეგმაო, აქ სვამენ წერტილს? ამის შემდეგ რას აკეთებენ? ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და სხვა პარტიების, ზოგადად, სხვა ავტორების აზრის მიხედვით, ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია და ამ სტრატეგიას მივყვებით. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის, დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთმა სახე დაკარგა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ამას ჩვენზე გავლენა ვერ ექნება. იმედია, „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის თანმიმდევრულობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იყო თანმიმდევრული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატისა და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს 4 ოქტომბერს სპეცოპერაციაში არმონაწილეობას

„ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატის და ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ. არჩევნებზე – 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არმიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ლევან სანიკიძის თქმით, ვინმე თუ იყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კიდევ მსჯელობენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში.„პოლიტპატიმრები როდესაც სხედან ციხეში, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება. ამიტომ, ვინ ჩაიყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, ეს კიდევ საკითხავია. ამ ვითარებაში მე უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია ამ საკითხის განხილვაც კი და დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი დიდი პრობლემა ექნება, არა მხოლოდ ოპოზიციურ ელექტორატთან“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.კითხვაზე, „ლელო“, „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“ თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რა აზრი აქვს მაშინ „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტს?“, ლევან სანიკიძემ აღნიშნა:„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სულ მცირე „ლელო“, ჩემი აზრით, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ამ ფორმაციის ცესკო-თი, ამ პირობებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გარეშე და ციხეში პოლიტპატიმრებით. საჯაროდ შეიძლება, საუბრობენ და კარგია საჯაროდ ლაპარაკი, ნახავენ საზოგადოებრივ განწყობას. 2021 წელს ქალაქებში ნაკლები ხმები ჰქონდა ოპოზიციას? მარტო თბილისში რატომ უნდა იყაროს ვინმემ კენჭი? მგონია, მთლიანად საქართველოში გაყალბდა, თბილისშიც გაყალბდა და ყველგან გაყალბდა არჩევნები. ახლა კიდევ იმაზე უარესი ცესკო-ა, სხვა კოლეგა ოპოზიციონერები ციხეში არიან, სანქცირებული ცესკო ატარებს არჩევნებს და ახლა აქ ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ, ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი ტიპის არჩევნებისთვის ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება უფრო მეტ შანსს გვაძლევს ივანიშვილის ჩამოსაშლელად, ვიდრე სისტემურ ოპოზიციად ქცევა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის თურქეთში უკვე ჩავიდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის თურქეთში უკვე ჩავიდნენ. ისინი დღეს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ.შეგახსენებთ, პირველ ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. წინა დელეგაციის მსგავსად, მას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო ახალი სიიდან ამოიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციას დაემატნენ ანდრეი ფომინი, ევგენი ოსტრიანსკი და იური კოვბასა.მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ 2 ივნისს, სტამბოლში მოსკოვი „მემორანდუმს“ წარადგენს, რომელშიც შეთავაზებული იქნება ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების გზები. კიევში კი ამბობენ, რომ შედეგის მისაღწევად, ისინი წინასწარ უნდა გასცნობოდნენ რუსულ „მემორანდუმს“.

მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა

„არილის“ რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„აღარა გვყავს ჩვენი მახო. არ არის სამართალი ქვეყნად და არც არასოდეს ყოფილა!“ - წერს სოციალურ ქსელში ლევან სებისკვერაძე.მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავად იყო და საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა.

ბოლო სიახლეები