კვირა, ივნისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – ვაფრთხილებთ საზოგადოებას, ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, კონკრეტულ ძალებში ყოველთვის იარსებებს მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, რათა პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი.

„რაც შეეხება ომს და მშვიდობას, ეს არის აბსოლუტურად რეალური დილემა, რომლის წინაშეც ახლაც დგას ჩვენი ქვეყანა. უფრო ინტენსიური იყო პროცესები 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში. ყველაზე მძიმე მაშინ იყო ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ეს პრობლემა დღესაც სახეზეა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიდრე პირველი ფრონტი არის ძალაში, მეორე ფრონტის ინტერესიც არსებობს. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი – უმარტივესი ლოგიკაა. მანამდე, ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, ყოველთვის იარსებებს კონკრეტულ ძალებში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას. ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს თავის გლობალური ამოცანები, ჩვენ შეიძლება, ამას პატივი ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ვერ გავწირავთ ამ გლობალური ამოცანების გამო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის და არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რადგან გარედან იყვნენ მოყვანილი თავის დროზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის, სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფლება არ გვაქვს, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ აქ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს, ომამდეც იყო გარკვეული შეხვედრები, ომის შემდეგი დღეები იყო ერთმანეთზე მძიმე. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება კონკრეტულად ის ფაქტიც, რაც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა თავის დროზე, ჩვენ არ ვასახელებთ, ვინ იყო შეხვედრის მეორე მხარე, მაგრამ შედგა უმძიმესი დიალოგი, რასთან დაკავშირებითაც მაშინ ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა. უმძიმესი შინაარსის დიალოგია. გეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება, განხორციელდეს მთელი ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ სამი მილიონი ხართ, ვერ გაგწყვეტენ ბოლომდე და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ამაზე იყო სიტყვასიტყვით საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.5:0 - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 

ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო. 

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა...

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები