ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

ირაკლი კობახიძე – ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს

დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის თქმით, სწორედ ამგვარი საყრდენით შეიქმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს, ხალხის მმართველობის საფუძვლები.

„დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, დაწყებული სახალხო შეკრებებზე გამართული „საკამათო მოედნებით“ დასრულებული სატელევიზიო დებატებით, მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო – მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია.

რადგან დებატების კულტურა სწორედ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, დემოკრატიის ეს უალტერნატივო საყრდენი ყველაზე მეტად, თანაც უმაღლეს დონეზე, სწორედ ევროპის კონტინენტზე, ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული. დებატები იმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა თემაზე, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. ამ ფორმით, მოსახლეობა მაქსიმალურად იყო ინფორმირებული ნებისმიერ გამოწვევასა თუ მიღწევაზე, რაც საბოლოოდ ხალხს სწორი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევდა.

სამწუხაროდ, ევროპის კონტინეტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, არაფორმალურმა მმართველებმა თავად წარმოქმნეს ხელოვნური პრობლემები, როგორიცაა ლგბტ და გენდერული იდენტობის საკითხები, „მწვანე პოლიტიკა“ და სხვა, და თავადვე შესთავაზეს საზოგადოებას ამ ხელოვნური პრობლემების გადაჭრის გზები. ამ პროცესში მათ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა.

არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე.წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამიტომ, ამ „პრობლემის“ მოგვარებაზე საკმაოდ დიდი დრო, რესურსი და ენერგია დაიხარჯა. განსაკუთრებით 2020 წლიდან, წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა ცნობილი, რეიტინგული და პოპულარული დებატები, შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა“, – წერს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.

„სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა. ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა. როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა, მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს – მოეხდინა სრული რადიკალიზაცია.

გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა – მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ, ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება – მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს. დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს.

და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისთვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ყოველთვის იღებდა აშშ-ის ლიდერობას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, თუმცა ვაშინგტონმა ლიდერობასა და დომინირებას შორის განსხვავება უნდა გაიგოს

პოლონეთი ყოველთვის იღებდა აშშ-ის ლიდერობას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, თუმცა ვაშინგტონმა უნდა გაიგოს ლიდერობასა და დომინირებას შორის განსხვავება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.„ჩემთვის, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ ყოველთვის ძალიან ერთგული ვიქნები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მიმართ და ჩვენ ყოველთვის ვიღებდით შეერთებული შტატების ლიდერობას. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია“, – აღნიშნა ტუსკმა.ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთისთვის შეერთებული შტატები ყოველთვის შეასრულებს „ყველაზე მნიშვნელოვან როლს“, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებში.„სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის ვაშინგტონში, გავიგოთ დომინირებასა და ლიდერობას შორის განსხვავება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.ტუსკის თქმით, „ლიდერობა ნორმალურია“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა „ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია პარტნიორებთან,  მეგობრებთან ურთიერთობაში. ტუსკის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ერთიანობის შენარჩუნებაა.

ნუცა ცისკარიშვილი-,,რაზე ვდარდობთ, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდება?ეს რა გაუგონარი სიბრიყვე გვჭირს ადამიანებს…“

რაზე ვდარდობთ, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდება?ეს რა გაუგონარი სიბრიყვე გვჭირს ადამიანებს…“ოტია იოსელიანის რძალი, ინფლუენსერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ."ახალი წლის დღეების ჟრიამული ისე სწრაფად შეცვალა მოულოდნელმა ტკივილმა, პანაშვიდებმა და დაკრძალვებმა ჩვენი თბილისის სამეგობრო-სამეზობლოში, რომ ამ კადრების გაზიარების არც თავი მქონდა და არც სურვილი. ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი როგორი გაგრძელება ექნება - ერთი კი უდაოა, ღმერთო რაზე ვდარდობთ, ვნერვიულობთ და ვაპრობლემებთ სანამ რაიმე ტრაგედია არ დაგვატყდება თავს.. ეს რა გაუგონარი სიბრიყვე გვჭირს ადამიანებს .. ერთი-ორი დღეც მინდა და დაგიბრუნდებით კვლავ ჩემო მეგზურებო ,"- წერს ცისკარიშვილი.

„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ – რას წერს ჯორჯინა

ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე,  ჯორჯინა უზკატეგუი, სოციალურ ქსელში სიმღერის ტექსტს აქვეყნებს:„არ მენანები, რადგან ვინც შენთან რჩება, ის ემოციურად იცვლება... შენ კი დანაშაულს არასდროს აღიარებ და იტყვი, რომ ეს შენი ორეული იყო“, - ეს არის იმ სიმღერის ტექსტი, რომელიც ჯორჯინა უზკატეგუი ბადელიმ მინიშნების სახით საკუთარ პოსტში გამოიყენა.ესპანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი როსალია სიმღერაში La Perla ემოციურ დაუცველობაზე, მისწრაფებებსა და ლტოლვაზე მღერის. ტექსტი ზღვის, მარგალიტებისა და მითოლოგიის მეტაფორებით გვიყვება სათქმელს.

ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა – თქვენ ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც მეოთხე წელია, ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება

თქვენ ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება, – ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთს არ შეუძლია უკრაინის საომარ ძალისხმევაში მხარდაჭერა.„ძვირფასო პრეზიდენტო, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, რომელიც უნგრელ ხალხს ემსახურება. თქვენ ხართ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ვერ ახერხებს ან არ სურს ომის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველა შესაძლო დახმარება გაგიწიათ ამისთვის. ამიტომ, რაც არ უნდა მეპირფეროთ, ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი საომარი ძალისხმევის მხარდაჭერა. უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა – თქვენი ფრთხილად შერჩეული შეურაცხყოფების მიუხედავად – კვლავაც შეუძლიათ, ჩვენი იმედი ჰქონდეთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას. ასევე გავაგრძელებთ უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების მხარდაჭერას. დანარჩენს ცხოვრება თავად დაალაგებს და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – წერს ვიქტორ ორბანი.

რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან – გიორგი კახიანი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ფლანგი ისედაც ერთ ძალას წარმოადგენს, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა აღარ აქვს.„სიმართლე გითხრათ, ღიმილის მომგვრელიც არის საუბარი მათ მხრიდან იმაზე, რომ კიდევ ახალი გაერთიანებები შეიქმნას. რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, ერთი პატრონი არ ჰყავდეთ, თითქოს ერთი ხელით არ იმართებოდნენ. ისედაც ერთნი არ არიან? როდესაც სჭირდებათ ერთად არიან, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ვითომ ცალ-ცალკე ჯგუფებად წარმოჩნდებიან. რაც არ უნდა გააკეთონ, ეს არის ძალა, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან“, - განაცხადა კახიანმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ფინანსურ მხარდაჭერას. დეპუტატმა ამ მხრივ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„თუკი დაფინანსების ასეთი მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

ბოლო სიახლეები