პარასკევი, იანვარი 17, 2025

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თურქეთში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

თურქეთში, სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ათობით მოწამლული კი საავადმყოფოში იმყოფება. ხელისუფლების თქმით, მსხვერპლების მიერ მიღებულ ალკოჰოლში, ეთანოლის ნაცვლად, რომელიც ჩვეულებრივ ალკოჰოლურ სასმელებში გამოიყენება და ადამიანისთვის უსაფრთხოა, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც ტოქსიკური სამრეწველო ხარისხის ალკოჰოლია და არ არის სასმელად უსაფრთხო. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ წლის დასაწყისიდან რამდენიმე რეიდი ჩაატარეს თურქეთის პროვინციებში და ამოიღეს 30 000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული ალკოჰოლი. მათივე თქმით, 342 ცალკეულ მისამართზე, ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია 60 ადამიანი. გამოძიება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილი ხშირია, რადგან, ალკოჰოლის მაღალი გადასახადების ფონზე, შავ ბაზარზე მათი წარმოება იზრდება.

დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას: „წარმატებები ჩემპიონო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში, ძალიან მიყვარხარ”

„თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე" - "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლთან გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაზე უკომენტარებს: „ნახვამდის ჩემო მეგობარო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე. წარმატებები ჩემპიონო, გისურვებ ყველა შენი ოცნება დააგვირგვინო, ძალიან მიყვარხარ", - წერს დი ლორენცო. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობა. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და მის გულშემატკივრებს.

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის მედიის ცნობით, ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაზე თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. „შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება“, – აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს ვალდებულებები ღაზის მოსახლეობის მიმართ. „მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, უმეტესად ქალები და ბავშვები, ღაზა არ დანებდა, ვერ დაიმორჩილეს და ღაზელები არ დაემორჩილნენ მჩაგვრელებს. ახლა ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე, როგორიცაა ისრაელის მიერ ღაზაში გამოწვეული მასიური ნგრევის აღმოფხვრა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

“ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – დეკანოზი შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება

"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს დღეს ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის... ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდი წერს. დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში - მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს. დაკრძალვა - სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე. "გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი" - წერია ამ გვერდზე.

ამინდი გაუარესდება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით 17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შესაძლებელია წვიმა, 17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3+5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ბოლო სიახლეები